განცხადება პრემიების მინიჭების შესახებ

განცხადება პრემიების მინიჭების შესახებ

  • დეკემბერი 15, 2021

საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის პრეზიდიუმის
დადგენილებით, გამოჩენილ მეცნიერთა სახელობითი აკადემიური პრემია

მიენიჭათ:

1. ივანე თარხნიშვილის სახელობის პრემია − ავტორებს: მედიცინის მეცნიერებათა დოქტორ ჯენარო ქრისტესაშვილსა და მედიცინის დოქტორ მარიამ ჭიპაშვილს მონოგრაფიისათვის „სქესობრივი განვითარების თანდაყოლილი დარღვევები“.

2. ექვთიმე თაყაიშვილის სახელობის პრემია − ავტორთა ჯგუფს: აკადემიურ დოქტორ ბუბა კუდავას (ხელმძღვანელი), დოქტორანტ ნესტან ბაგაურს, აკადემიურ დოქტორ ნანა ბურჭულაძეს, აკადემიურ დოქტორ გიორგი გაგოშიძეს, აკადემიურ დოქტორ როზეტა გუჯეჯიანს, დოქტორანტ ნიკოლოზ ჟღენტს, აკადემიურ დოქტორ გოჩა საითიძეს, დოქტორანტ ნათია ფონიავას, აკადემიურ დოქტორ ნესტან ჩხიკვაძეს, დოქტორანტ ნათია ხიზანიშვილს – ნაშრომთა ციკლისათვის ტაო-კლარჯეთის ისტორიისა და კულტურის შესახებ: 1. „ტაო-კლარჯეთი. ისტორიულ-კულტურული ნარკვევი“; 2. „ტაო-კლარჯეთი. ისტორიისა და კულტურის ძეგლები. კატალოგი“.

3. ალექსანდრე თვალჭრელიძის სახელობის პრემია − ავტორთა ჯგუფს: გეოლოგიის მეცნიერებათა დოქტორ ავთანდილ ოქროსცვარიძეს, გეოლოგიის დოქტორ კახაბერ ქოიავას, აკადემიის წევრ-კორესპონდენტ ფერანდო მაისაძეს ნაშრომისათვის „საქართველოს გეოტურიზმის პოტენციალი, კავკასია“ – ისტორია, კულტურა, გეოლოგია, გეოტურისტული მარშრუტები და გეოპარკები.

4. გიორგი ნიკოლაძის სახელობის პრემია − ავტორთა ჯგუფს: ტექნიკის აკადემიურ დოქტორ ნიკოლოზ ჩიხრაძეს, ტექნიკის მეცნიერებათა დოქტორ ედგარ მატარაძესა და დოქტორ თეოდორ კრაუტჰამერს – ნაშრომთა ციკლისათვის „აფეთქებისგან დამცავი სისტემა“.

5. გიორგი წერეთლის სახელობის პრემია − აკადემიკოს ელიზბარ ჯაველიძეს ნაშრომისათვის „ოდეს შავისგან თეთრის გამორჩევის ჟამი დადგება“ (ტ. I), „განთიადის განმანათებელ ღმერთს ველტვი, რათა უკუნი ღამის ბოროტებას განვერიდო“ (ტ. II).

6. რაფიელ აგლაძის სახელობის აკადემიური პრემია − ავტორთა ჯგუფს: ქიმიის დოქტორ მზია ციცაგს, ქიმიის დოქტორ იმედა რუბაშვილს, ქიმიის დოქტორ მარიამ ჩხაიძეს, აკადემიკოს ვლადიმერ ციციშვილსა და ქიმიის დოქტორ ქეთევან ებრალიძეს − ნაშრომთა ციკლისათვის „აგროსამრეწველო ნარჩენების გადამუშავების ინოვაციური ტექნოლოგიები“.

საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემია