საერთო კრება
- დეკემბერი 28, 2021
საქართველოს მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიაში მიმდინარე წლის 24 დეკემბერს ჩატარდა აკადემიის საერთო კრება, რომელიც შესავალი სიტყვით გახსნა აკადემიის პრეზიდენტმა, აკადემიკოსმა გიორგი კვესიტაძემ.
კრებაზე წარმოდგენილი იყო შემდეგი საკითხები: გამოჩენილ მეცნიერთა სახელობითი პრემიის ლაურეატებისათვის დიპლომების გადაცემა; ინფორმაცია 2021 წელს საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის მუშაობის შესახებ (მომხსენებელი – სამეცნიერო-საორგანიზაციო სამმართველოს უფროსი, მეცნიერებათა დოქტორი გონელი არახამია); აკადემიის წესდებაში ცვლილებების შეტანის შესახებ (მომხსენებელი – აკადემიკოსი რამაზ ხუროძე).
კრებაზე ასევე, აკადემიის უცხოელ წევრებად არჩეულ იქნენ: თელ-ავივის უნივერსიტეტის გეოფიზიკის დეპარტამენტის პროფესორი ზვი ბენ-ავრაჰამი გეოფიზიკის დარგში და აზერბაიჯანელი მეცნიერი, ხაზარის უნივერსიტეტის დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარე, პროფესორი ჰამლეტ ისახანლი გამოყენებითი მექანიკის დარგში.
კრებას მუსიკალურად აფორმებდა ანსამბლი „ერისიონი“.