საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის განცხადება

საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის განცხადება

  • იანვარი 13, 2022

საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემია აცხადებს ვაკანსიებს საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის ნამდვილი წევრების (აკადემიკოსების) ასარჩევად შემდეგ სპეციალობებში:

სპეციალობა

ვაკანსია

ბიოლოგიურ მეცნიერებათა განყოფილება

მოლეკულური ბიოლოგია

1

ქიმიისა და ქიმიური ტექნოლოგიების განყოფილება

ბუნებრივ ნაერთთა ქიმია

1

საინჟინრო მეცნიერებათა და ინფორმაციული ტექნოლოგიების განყოფილება

ინფორმატიკა

1

საზოგადოებრივ მეცნიერებათა განყოფილება

საქართველოს ეკონომიკა

1

სამართალმცოდნეობა

1

ენის, ლიტერატურისა და ხელოვნების განყოფილება

საქართველოს სამხედრო ხელოვნება და არქიტექტურა

1

სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა განყოფილება

ჰიდრომელიორაცია

1

საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის ნამდვილ წევრად (აკადემიკოსად) შეიძ­ლება აირჩეს საქართველოს მოქალაქე, საქართველოში მოღვაწე მაღალი სამეცნიერო ავტორიტეტის მქონე მეცნიერი, რომელსაც საერთაშორისო დონის წვლილი აქვს შეტანილი მეცნიერების განვი­თარებაში.

საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის ნამდვილი წევრობის (აკადემიკოსობის) კანდიდატთა წამოყენების უფლება აქვთ საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის წევრებს, სამეცნიერო დაწე­სებულებებს, სახელმწიფო უმაღლეს სასწავლებლებსა და კერძო ავტორიზებულ უმაღლეს სასწავლებლებს.

საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის აკადემიკოსობის კანდიდატთა მიერ წარმოდგენილ უნდა იქნეს შემდეგი საბუთები (ორ ეგზემპლარად): აკადემიის წევრის (წევრების), სამეცნიერო დაწესე­ბულებების, სახელმწიფო უმაღლესი სასწავლებლებისა და კერძო ავტორი­ზებული უმაღლესი სასწავ­ლებლების წარდგინება სათანადო დასაბუთებით, დამოწმებული წარმდგენის ხელმოწერითა და იმ დაწესე­ბულების ბეჭდით, სადაც იგი მუშაობს, კანდიდატის ავტობიოგრაფია, ფოტო 4/6, სამეცნიერო ხარისხის დამა­დასტურებელი დიპლომის ასლი, მონაცე­მები შრომითი და სამეცნიერო საქმიანობის შესახებ (CV), ძირითადი სამეცნიერო შრომების ჩამონათვალი (საერთაშორისო ჟურნა­ლებში გამო­ქვეყნებული სამეცნიერო ნაშრომები აღინიშნება ვარსკვლავით), დარგის სპეცია­ლისტის მიერ კანდი­დატის სამეცნიერო მოღვაწეობის შეფასება (დოკუმენტები წარმოდგენილ უნდა იქნეს ქართულ ენაზე, საჭიროების შემთხვევაში ნოტარიულად დამოწმებული თარგმანი).

კანდიდატის პირადობის მოწმობის ასლი, საქართველოში მისი მოღვაწეობის დამადას­ტურებელი ცნობა სამუშაო ადგილიდან.

საბუთები კანდიდატთა რეგისტრაციისათვის იგზავნება საქართველოს მეცნიერებათა ეროვნულ აკადე­მიაში. განცხადებები მიიღება 2022 წლის 14 თებერვლის ჩათვლით შემდეგ მისამართზე: რუსთაველის გამზ., 52, საქართველოს მეცნი­ერებათა ეროვნული აკადემია (კადრების სამმართველო, IV სართული, ოთახი 409, ტელ. 2 93-29-86). საბუთები მიიღება ყოველ სამუშაო დღეს 11-დან 17 საათამდე.

აღნიშნული განცხადება და კანდიდატის მონაცემები (CV) განთავსდება საქართველოს მეცნი­ერებათა ეროვნული აკადემიის ვებგვერდზე  (www. science. org.ge), რისთვისაც წარმოდგენილ უნდა იქნეს CV-ის  ელექტრონული ვერსიაც.

შენიშვნა: დამატებითი ინფორმაციის მიღება შესაძლებელია აკადემიის კადრების სამმართველოში.