Monthly Archives: ივლისი 2025

აკადემიის წევრ-კორესპონდენტები სტუმრად ტელეკომპანია „იმედი“-ს ეთერში

  • ივლისი 27, 2025

საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის წევრ-კორესპონდენტები: ირაკლი ბათიაშვილი და გიორგი ალიბეგაშვილი სტუმრად ტელეკომპანია “იმედის” გადაცემაში შაბათ-კვირის დილა. ვიდეო

გაგრძელება

საქართველოს ეროვნული პრემიის ლაურეატები

  • ივლისი 27, 2025

2024 წლის საქართველოს ეროვნული პრემიით დაჯილდოვდნენ საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის წევრები, აკადემიკოსები ალექსანდრე ნერსესიანი და გიორგი ჯაფარიძე ნაშრომთა ციკლისთვის „კვანტური ფაზური გადასვლები დაბალგანზომილებიან ძლიერ კორელირებულ და ფრუსტრირებულ სისტემებში“.

გაგრძელება

განცხადება

  • ივლისი 25, 2025

საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის 2025  წლის 23 ივლისის საერთო კრებაზე აკადემიის ნამდვილ წევრად (აკადემიკოსად) არჩეულ იქნა: 1.    ფრანგიშვილი დავით –         სპეციალობა – მიკრობიოლოგია   აკადემიის წევრ-კორესპონდენტებად არჩეულ იქნენ:   2.    ბათიაშვილი ირაკლი –        სპეციალობა – დასავლური ცივილიზაციის  ეთიკა  და ესთეტიკა 3.    ბოლაშვილი ნანა –        სპეციალობა – გეოგრაფია 4.    იავიჩი მაქსიმ –        სპეციალობა – კიბერუსაფრთხოება 5.    […]

გაგრძელება

ბუნებრივი კატასტროფების სამეცნიერო პრობლემების შემსწავლელი კომისიის სხდომა

  • ივლისი 21, 2025

მიმდინარე  წლის 18 ივლისს, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიაში  ბუნებრივი კატასტროფების სამეცნიერო პრობლემების შემსწავლელი კომისიის მორიგი სხდომა გაიმართა, რომელზეც მოხსენებით წარსდგა  ცენტრალური ჩინეთის ნორმალის უნივერსიტეტის სრული პროფესორი იუჯინ ვუ თემაზე – „მდინარე იანძის წყალშემკრებ აუზში კატასტროფული წყალდიდობები  კლიმატის ცვლილების გათვალისწინებით“. სხდომა გახსნა კომისიის თავჯდომარემ, აკადემიკოსმა გივი გავარდაშვილმა, რომელმაც კომისის სხდომაზე დამსწრე საზოგადოებას წარუდგინა მომხსენებელი და გადასცა […]

გაგრძელება

პროტოპრესვიტერი გიორგი (ზვიადაძე) საპატიო სიგელით დაჯილდოვდა

  • ივლისი 21, 2025

მიმდინარე წლის 21 ივლისს, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიაში გაიმართა პრეზიდიუმის მორიგი სხდომა, რომელზეც საპატიო სიგელით დაჯილდოვდა თბილისის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის რექტორი, თეოლოგიის, ფილოლოგიისა და პოლიტიკის მეცნიერებათა დოქტორი, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის პროტოპრესვიტერი გიორგი ზვიადაძე, საქართველოს სამოციქულო მართლმადიდებელი ეკლესიის სიმტკიცისთვის ბრძოლის, საღვთისმეტყველო საკითხების კვლევაში შეტანილი მნიშვნელოვანი წვლილის, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის მიმართ მუდამ კეთილი ურთიერთობისა და […]

გაგრძელება

სახელმწიფო ენის პოლიტიკის ძირითადი ამოცანები თანამედროვე საქართველოში

  • ივლისი 17, 2025

ა.წ. 14 ივლისს საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის ეროვნულ პრობლემათა შემსწავლელი კომისიის სხდომაზე აკად. ავთანდილ არაბულმა წაიკითხა მოხსენება „სახელმწიფო ენის პოლიტიკის ძირითადი ამოცანები თანამედროვე საქართველოში“. გამომსვლელმა ვრცლად დაახასიათა ის ვითარება, რაც ქვეყნის დამოუკიდებლობის შემდგომ შეიქმნა სახელმწიფო ენის კონსტიტუციური სტატუსის დაცვისა და მისი სასიცოცხლო სივრცის სრულფასოვანი დაცვის თვალსაზრისით. მომხსენებელმა განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა ზოგადსაგანმანათლებლო სკოლის პრობლემებზე, ვინაიდან სახელმწიფო […]

გაგრძელება

სამეცნიერო მოხსენება

  • ივლისი 17, 2025

მიმდინარე წლის 15 ივლისს, საქართველოს ისტორიკოსთა ეროვნული კომიტეტისა და ექვთიმე თაყაიშვილის სახელობის საისტორიო საზოგადოების ორგანიზებით, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიაში ჩატარდა სამეცნიერო სხდომა, რომელზეც მოხსენებით თემაზე: „სტალინის სავარაუდო წერილი პიუს XII-დმი და  მისი შეხვედრა ამერიკელ მღვდელთან სტანისლავ ორლემანსკისთან“ წარდგა ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი, თსუ ასოცირებული პროფესორი ლეილა (ია) ხუბაშვილი. სხდომა შესავალი სიტყვით აკადემიის პრეზიდენტმა, აკადემიკოსმა როინ მეტრეველმა […]

გაგრძელება

განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის ვიზიტი მეცნიერებათა აკადემიაში

  • ივლისი 12, 2025

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის პრეზიდენტ როინ მეტრეველთან და აკადემიის წევრებთან შეხვედრა გამართა. შეხვედრაზე მხარეებმა მეცნიერებისა და კვლევის განვითარების ხელშეწყობის, ასევე, აკადემიურ სივრცეში თანამშრომლობის გაღრმავების კუთხით სამომავლო გეგმები და განსახორციელებელი პროექტები განიხილეს. ყურადღება გამახვილდა ფუნდამენტური და გამოყენებითი კვლევების მხარდაჭერის მნიშვნელობაზე, ახალგაზრდა მეცნიერთა წახალისებასა და ქართველი მეცნიერების საერთაშორისო მასშტაბით ცნობადობის […]

გაგრძელება

წიგნის – “Gürcistan” (ქართულად – საქართველო) პრეზენტაცია

  • ივლისი 12, 2025

  მიმდინარე წლის 9 ივლისს, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიაში გაიმართა საქართველოს შესახებ თურქულ ენაზე გამოქვეყნებული 845 გვერდიანი  წიგნის “Gürcistan”, (ქართულად – საქართველო)  პრეზენტაცია. წიგნის რედაქტორები გახლავან – ისტორიის დოქტორი, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის და ყარსის კავკასიის უნივერსიტეტის პროფესორი როინ ყავრელიშვილი და ისტორიის დოქტორი, სამსუნის 19 მაისის უნივერსიტეტის პროფესორი იბრაჰიმ თელლიოღლუ. წიგნი გამოიცა ათათურქის სახელობის კვლევითი ცენტრის […]

გაგრძელება

აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტმა ვლადიმერ (ლადო) პაპავას საპატიო დოქტორის წოდება მიანიჭა

  • ივლისი 8, 2025

2025 წლის 23 ივნისს აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტმა გამორჩეულ ქართველ ეკონომისტს, საზოგადო მოღვაწესა და საერთაშორისოდ აღიარებულ მეცნიერს, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის აკადემიკოს-მდივანს ვლადიმერ (ლადო) პაპავას მიანიჭა საპატიო დოქტორის წოდება, ამავე უნივერსიტეტის ბიზნესის, სამართლისა და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის. სტატია სრულად.

გაგრძელება