Monthly Archives: აგვისტო 2025

აკადემიკოსი გივი გავარდაშვილი ირიგაციის მსოფლიო მე-4 ფორუმზე საქართველოს წარადგენს

  • აგვისტო 21, 2025

საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის ბუნებრივი კატასტროფების სამეცნიერო პრობლემების შემსწავლელი კომისიის თავმჯდომარემ, ირიგაციის და დრენაჟის საქართველოს ეროვნული კომისიის ვიცე-პრეზიდენტმა, საქართველოს ტექნიკური უნივერსიეტის ცოტნე მირცხულავას სახელობის წყალთა მეურნეობის ინსტიტუტის დირექტორმა, აკადემიკოსმა გივი გავარდაშვილმა 2025 წლის 13 აგვისტოს ირიგაციისა და დრენაჟის საერთაშორისო კომისიის (ICID) პრეზიდენტისაგან, პროფესორ მარკო არჩიერისაგან (იტალია) ოფიციალური მიწვევა მიიღო, რომელიც ითვალისწინებს მალაიზიის დედაქალაქ კუალა ლუმპურში […]

გაგრძელება

აკადემიკოსი რისმაგ გორდეზიანი

  • აგვისტო 14, 2025

გარ­და­იც­ვა­ლა გა­მო­ჩე­ნი­ლი ქარ­თ­ვე­ლი მეც­ნი­ე­რი­ და სა­ზო­გა­დო მოღ­ვა­წე, სა­ქარ­თ­ვე­ლოს მეც­ნი­ე­რე­ბა­თა ეროვ­ნუ­ლი აკა­დე­მი­ის აკა­დე­მი­კო­სი რის­მაგ გორ­დე­ზი­ა­ნი. რის­მაგ გორ­დე­ზი­ა­ნი თა­ვი­სი მრა­ვალ­მ­ხ­რი­ვი სა­მეც­ნი­ე­რო-პე­და­გო­გი­უ­რი და ორ­გა­ნი­ზა­ტორუ­ლი საქ­მი­ა­ნო­ბით, სა­ერ­თა­შო­რი­სო ავ­ტო­რი­ტე­ტი­თა და აღი­ა­რე­ბით არა მხო­ლოდ კლა­სი­კუ­რი ფი­ლო­ლო­გი­ის, არა­მედ ფი­ლო­ლო­გი­ურ და ზო­გა­დად ჰუ­მა­ნი­ტა­რულ მეც­ნი­ე­რე­ბა­თა ერთ-ერ­თი ყვე­ლა­ზე თვალ­სა­ჩი­ნო წარ­მო­მად­გე­ნე­ლი იყო არა მხო­ლოდ სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში, არა­მედ მთელ პოს­ტ­საბ­ჭო­თა სივ­რ­ცე­ში და მის ფარ­გ­ლებს გა­რე­თაც. რის­მაგ გორ­დე­ზი­ა­ნის სა­მეც­ნი­ე­რო […]

გაგრძელება

ასაფ გაჯიევს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის უცხოელი წევრის დიპლომი გადაეცა

  • აგვისტო 8, 2025

საქართველოში ვიზიტით მყოფი აზერბაიჯანის მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის ნამდვილი წევრი, შავი ზღვის ქვეყნების ეკონომიკური თანამშრომლობის საპარლამენტო ასამბლეის (PABSEC) გენერალური მდივანი, ასაფ გაჯიევი  საქართველოს მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიას ეწვია. აკადემიის პრეზიდენტმა როინ მეტრეველმა გამოჩენილ მეცნიერს გადასცა დიპლომი, რომელიც ადასტურებს, რომ ასაფ გაჯიევი 2025 წლიდან არჩეულია აკადემიის უცხოელ წევრად. შეხვედრაზე საუბარი შეეხო მეცნიერებისა და განათლების, ტექნოლოგიების განვითარების გზებს, პერქსპექტივებს […]

გაგრძელება

აკადემიკოსმა სოლომონ პავლიაშვილმა ჯიღაურაში ეროვნული სამეცნიერო კონფერენცია „ქართული ხორბლის ახალი რეალობა“ გახსნა

  • აგვისტო 1, 2025

ჯიღაურაში ეროვნული სამეცნიერო კონფერენცია „ქართული ხორბლის ახალი რეალობა“ გაიმართა.  სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის მიერ ორგანიზებულ კონფერენციაზე წარმოდგენილი იყო ქართული ხორბლის უნიკალური თვისებების შესახებ უახლესი სამეცნიერო მტკიცებულებები, რაც უმნიშვნელოვანესია ბიომრავალფეროვნების შენარჩუნების, აგრარული სექტორის მდგრადობის, საზოგადოებრივი ჯანდაცვის, ნუტრიციოლოგიისა და სასურსათო უზრუნველყოფისათვის. სტატია სრულად.

გაგრძელება