Monthly Archives: სექტემბერი 2025

აკადემიკოსი პაატა გუგუშვილი – 120

  • სექტემბერი 30, 2025

საქართველოს მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიაში საიუბილეო სხდომით აღინიშნა გამოჩენილი ქართველი მეცნიერის, საზოგადო მოღვაწისა და ცნობილი ეკონომისტის, აკადემიკოს პაატა გუგუშვილის დაბადებიდან 120 წლის იუბილე. დიდი ადამიანები მხოლოდ სიცოცხლეში გაკეთებული კარგი საქმეების გამო როდი არიან საზოგადოებისათვის სასარგებლონი. ისინი გარდაცვალების შემდეგაც თავიანთი ნამოღვაწარით სხვებს გზას უნათებენ და შთააგონებენ კეთილ საქმეთა კეთებას. სწორედ ასეთ ადამიანთა რიცხვს მიეკუთვნებოდა აკადემიკოსი პაატა­ გუგუშვილი. […]

გაგრძელება

შეხვედრა საქართველოს მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიაში

  • სექტემბერი 23, 2025

მიმდინარე წლის 22 სექტემბერს, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის პრეზიდენტს, აკადემიკოს როინ მეტრეველს სტუმრად ეწვია ისრაელის ქალაქ ბათ-იამიდან, ჩვენი აკადემიის საზოგადოებრივ მეცნიერებათა განყოფილების უცხოელი წევრი 1996 წლიდან იცხაკ დავიდი, რომელსაც თან ახლდა ქართულ-ებრაული ურთიერთობების ისტორიის მუზეუმის დირექტორი გივი ღამბაშიძე; შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ აკადემიკოსები ელიზბარ ჯაველიძე, ლია მელიქიშვილი, აკადემიის საერთაშორისო  ურთიერთობათა დეპარტამენტის უფროსი ზინა ჯორბენაძე და საზოგადოებასთან […]

გაგრძელება

საერთაშორისო კონფერენცია – „ეკოლოგიის თანამედროვე პრობლემები“

  • სექტემბერი 23, 2025

მიმდინარე წლის 22 სექტემბერს, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიაში გაიხსნა რიგით XII საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია – „ეკოლოგიის თანამედროვე პრობლემები“, რომელიც მიეძღვნა აკადემიის ვიცე-პრეზიდენტის, აკადემიკოს ჯუმბერ ლომინაძის ნათელ ხსოვნას და მის 95 წლის იუბილეს. კონფერენცია მისასალმებელი სიტყვით გახსნა ბატონი ჯუმბერის მოწაფემ, კონფერენციის თავმჯდომარემ, ქუთაისის აკაკი წერეთლის უნივერსიტეტის ემერიტუს პროფესორმა, საქართველოს ეკოლოგიურ მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტმა თეიმურაზ ადეიშვილმა. კონფერენციაზე […]

გაგრძელება

აკადემიკოსმა გივი გავარდაშვილმა ირიგაციის მსოფლიო მე-4 ფორუმზე საქართველო წარადგინა

  • სექტემბერი 22, 2025

საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის ბუნებრივი კატასტროფების სამეცნიერო პრობლემების შემსწავლელი კომისიის თავმჯდომარე, ირიგაციის და დრენაჟის საქართველოს ეროვნული კომისიის ვიცე-პრეზიდენტი, საქართველოს ტექნიკური უნივერსიეტის ცოტნე მირცხულავას სახელობის წყალთა მეურნეობის ინსტიტუტის დირექტორი, აკადემიკოსი გივი გავარდაშვილმა ირიგაციისა და დრენაჟის საერთაშორისო კომისიის (ICID) პრეზიდენტის, პროფესორ მარკო არჩიერის (იტალია) ოფიციალური მიწვევით 2025 წლის 7-18 სექტემბერს მივლინებით იმყოფებოდა მალაიზიის დედაქალაქ კუალო ლუმპურში,  ირიგაციისა […]

გაგრძელება

შეხვედრა ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1700 წლისთავის აღსანიშნავ ღონისძიებებთან დაკავშირებით

  • სექტემბერი 19, 2025

2024 წლის დასაწყისში „ისტორიის, ეთნოლოგიის, რელიგიის შესწავლისა და პოპულარიზაციის სამეცნიერო ცენტრის“ მესვეურებმა საქართველოს საპატრიარქოს გააცნეს მოსაზრებები ჩვენს ქვეყანაში ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1700 წლისთავის აღნიშვნასთან დაკავშირებულ საკითხებზე. მათი სურვილი იყო 2024 წლიდან ქვეყნის მასშტაბით დაწყებულიყო შემეცნებითი შეხვედრები და შემოქმედებითი საღამოები ჩვენი ისტორიული და კულტურული მემკვიდრეობის გახსენებისა და პოპულარიზაციის მიზნით. საპატრიარქომ მოიწონა ეს განზრახვა და საქართველოს […]

გაგრძელება

აკადემიკოს ალექსანდრე შენგელაიას მოხსენება – ახალი შედეგები დაბალი ტემპერატურების ფიზიკაში

  • სექტემბერი 18, 2025

მიმდინარე წლის 10 სექტემბერს, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის პრეზიდიუმის სხდომაზე მოხსენებით „ახალი  შედეგები დაბალი ტემპერატურების ფიზიკაში“ წარსდგა აკადემიკოსი ალექსანდრე შენგელაია. მომხსენებელმა, აკადემიკოსმა ალექსანდრე შენგელაიამ თავის მოხსენებაში აღნიშნა, რომ დაბალი ტემპერატურების ფიზიკა მნიშვნელოვანი დარგია, რომელიც შესაძ­ლებელს ხდის დავაკვირდეთ ფუნდამენტურ კვანტურ მოვლენებს, რომლებიც მაღალ ტემპერატურებზე დაფარულია სითბური ხმაურის გამო. დაბალ ტემპერატურებზე მასალები ავლენენ უნიკალურ თვისებებს, როგორიცაა ზეგამ­ტარობა, […]

გაგრძელება

დღეს საქართველოს ეკონომისტის დღეა

  • სექტემბერი 12, 2025

1918 წელს, სექტემბრის მეორე პარასკევს გამოიცა პირველი ქართული სამეცნიერო-ეკონომიკური ჟურნალი „საქართველოს ეკონომისტი“. სწორედ ამ დღიდან იღებს სათავეს ტრადიცია, რომლის მიხედვითაც 1999 წლიდან აღინიშნება „საქართველოს ეკონომისტის დღე“. სტატია სრულად

გაგრძელება

კონკურსი გამოჩენილ მეცნიერთა სახელობითი აკადემიური პრემიების მოსაპოვებლად

  • სექტემბერი 12, 2025

საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემია აცხადებს კონკურსს გამოჩე­ნილ მეცნიერთა სახელობითი აკადემიური პრემიების მოსაპოვებლად: რაფიელ აგლაძის სახელობის პრემია – ქიმიური ტექნოლოგიის  დარგში კონსტანტინე გამსახურდიას სახელობის პრემია – ლიტერატურათ­მცოდნეობის  დარგში  გიორგი გიგაურის სახელობის პრემია – მეტყევეობის დარგში ფილიპე გოგიჩაიშვილის სახელობის პრემია – ეკონომიკის დარგში სერგი დურმიშიძის სახელობის პრემია – ბიოქიმიის  დარგში  ილია ვეკუას სახელობის პრემია – მათემატიკის დარგში ალბერტ თავხელიძის სახელობის პრემია – ფიზიკის […]

გაგრძელება