
კონკურსი გამოჩენილ მეცნიერთა სახელობითი აკადემიური პრემიების მოსაპოვებლად
- სექტემბერი 12, 2025
საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემია აცხადებს კონკურსს გამოჩენილ მეცნიერთა სახელობითი აკადემიური პრემიების მოსაპოვებლად:
- რაფიელ აგლაძის სახელობის პრემია – ქიმიური ტექნოლოგიის დარგში
- კონსტანტინე გამსახურდიას სახელობის პრემია – ლიტერატურათმცოდნეობის დარგში
- გიორგი გიგაურის სახელობის პრემია – მეტყევეობის დარგში
- ფილიპე გოგიჩაიშვილის სახელობის პრემია – ეკონომიკის დარგში
- სერგი დურმიშიძის სახელობის პრემია – ბიოქიმიის დარგში
- ილია ვეკუას სახელობის პრემია – მათემატიკის დარგში
- ალბერტ თავხელიძის სახელობის პრემია – ფიზიკის დარგში
- ივანე თარხნიშვილის სახელობის პრემია – ფიზიოლოგიისა და მედიცინის დარგში
- ალექსანდრე თვალჭრელიძის სახელობის პრემია – გეოლოგიის დარგში
- ნიკო კეცხოველის სახელობის პრემია – ბიომრავალფეროვნების დარგში
- პეტრე მელიქიშვილის სახელობის პრემია – ქიმიისა და ფიზიკის დარგში
- გიორგი ნიკოლაძის სახელობის პრემია – საინჟინრო მეცნიერების დარგში
- მიხეილ ნოდიას სახელობის პრემია – გეოფიკიზის დარგში
- ზაზა ფანასკერტელის სახელობის პრემია – მედიცინის, მედიცინის ისტორიის დარგში
- ივერი ფრანგიშვილის სახელობს პრემია – საინფორმაციო ტექნოლოგიების დარგში
- გიორგი ჩუბინაშვილის სახელობის პრემია – ხელოვნებათმცოდნეობის დარგში
- გიორგი წერეთლის სახელობის პრემია – აღმოსავლეთმცოდნეობის დარგში
- ნიკოლოზ ხომიზურაშვილის სახელობს პრემია – მებაღეობა-მევენახეობისა და მეღვინეობის დარგში
პრემიის მოსაპოვებლად შეიძლება წარმოდგენილ იქნეს თვალსაჩინო თეორიული ან პრაქტიკული მნიშვნელობის მეცნიერული ნაშრომი (მონოგრაფია, სამეცნიერო ჟურნალში გამოქვეყნებული შრომა ან შრომათა ციკლი), რომელიც საქართველოს სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტებში, უმაღლეს სასწავლებლებში, სხვა სამეცნიერო დაწესებულებებში ავტორთა ჯგუფის ან ცალკეულ პირთა მიერ არის შესრულებული.
კოლექტიურ ნაშრომში პრემია მიეცემა იმ ავტორებს, რომელთაც რეკომენდაციას გაუწევს წარმომდგენი ორგანიზაცია.
პრემიის გაყოფა ორ ან მეტ მაძიებელს შორის სხვადასხვა ნაშრომისათვის დაუშვებელია.
პრემიის მოსაპოვებლად შეიძლება წარმოდგენილ იქნეს ნაშრომი, რომელიც გამოქვეყნდა ბოლო ათი წლის განმავლობაში, მაგრამ არაუგვიანეს ექვსი თვისა განცხადების გამოქვეყნებამდე.
ნაშრომი, რომელსაც ადრე მიენიჭა სახელმწიფო პრემია ან რომელიმე სხვა სამეცნიერო პრემია, ამ კონკურსში არ მიიღება.
ერთსა და იმავე პირს ერთი და იგივე პრემია განმეორებით არ მიეცემა.
იმ ორგანიზაციებმა ან ცალკეულმა პირებმა, რომლებიც საქართველოს მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიაში პრემიის მოსაპოვებლად წარმოადგენენ კანდიდატს, უნდა მიუთითონ პრემიის დასახელება.
კონკურსში მონაწილემ საჭიროა წარმოადგინოს შემდეგი საბუთები:
ა) საკონკურსო სამეცნიერო ნაშრომი სამ ცალად;
ბ) დასაბუთებული წარდგინება, რომელიც შეიცავს ნაშრომის მეცნიერულ დახასიათებას, მის თეორიულ ან პრაქტიკულ მნიშვნელობას მეცნიერებისა და ტექნოლოგიების განვითარებისათვის;
(ნაშრომი პრემიის მოსაპოვებლად შეიძლება წარმოდგენილ იქნეს სამეცნიერო-კვლევითი დაწესებულებების, უმაღლესი სასწავლებლების, სამეცნიერო საზოგადოებების, სამეცნიერო ცენტრების ან შესაბამისი დარგის წამყვან მეცნიერთა და სპეციალისტთა მიერ).
გ) მონაცემები ავტორის შესახებ (საანკეტო მონაცემები CV); ძირითად სამეცნიერო შრომათა და გამოგონებათა ნუსხა;
დ) წარმომდგენის დასტური იმის შესახებ, რომ კონკურსზე წარმოდგენილ ნაშრომს ადრე არ ჰქონია მინიჭებული პრემია.
ე) ყველა საკონკურსო დოკუმენტის ელექტრონული ვერსია.
მასალები პრემიის მოსაპოვებლად წარმოდგენილ უნდა იქნეს 2025 წლის 15 სექტემბრიდან 10 ოქტომბრის ჩათვლით, შემდეგ მისამართზე: თბილისი, რუსთაველის გამზ. N 52, ოთახი 320. საბუთები მიიღება ყოველი სამუშაო დღის 1100 – დან 1700 საათამდე.
დამატებითი ცნობებისათვის დარეკეთ ტელ. 2-99-00-52