აკადემიკოსმა გივი გავარდაშვილმა ირიგაციის მსოფლიო მე-4 ფორუმზე საქართველო წარადგინა

აკადემიკოსმა გივი გავარდაშვილმა ირიგაციის მსოფლიო მე-4 ფორუმზე საქართველო წარადგინა

  • სექტემბერი 22, 2025

საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის ბუნებრივი კატასტროფების სამეცნიერო პრობლემების შემსწავლელი კომისიის თავმჯდომარე, ირიგაციის და დრენაჟის საქართველოს ეროვნული კომისიის ვიცე-პრეზიდენტი, საქართველოს ტექნიკური უნივერსიეტის ცოტნე მირცხულავას სახელობის წყალთა მეურნეობის ინსტიტუტის დირექტორი, აკადემიკოსი გივი გავარდაშვილმა ირიგაციისა და დრენაჟის საერთაშორისო კომისიის (ICID) პრეზიდენტის, პროფესორ მარკო არჩიერის (იტალია) ოფიციალური მიწვევით 2025 წლის 7-18 სექტემბერს მივლინებით იმყოფებოდა მალაიზიის დედაქალაქ კუალო ლუმპურში,  ირიგაციისა და დრენაჟის საერთაშორისო კომისიის (ICID) ეგიდით გამართულ მე-4 მსოფლიო ირიგაციის ფორუმზე მონაწილეობის მისაღებად.

აკადემიკოსმა გივი გავარდაშვილმა  ირიგაციის მე-4 მსოფლიო ფორუმზე  საქართველო წარადგინა შემდეგი პრეზენტაციებით:

  1. მოხსენება მსოფლიო ფორუმის პლენარულ სხდომაზე. ფორუმს ესწრებოდა 50 ქვეყნის 750 – ზე მეტი დელეგატი;
  2. მოხსენება თემაზე ,,კლიმატის ცვლილება საქართველოს რეგიონებისა და მუნიციპალიტეტების მიხედვით და მისი შეფასება – სექცია ,,ევროპის რეგიონალური სამუშაო ჯგუფი’’:
  3. საქართველოში მელიორაციის რისკის მეცნიერული კვლევა კლიმატის ცვლილების მხედველობაში მიღებით, სექცია : არატრადიციული წყლის რესურსები და გარემოს დაცვა’’
  4. საქართველოს სახელით ირიგაციის და დრენაჟის საერთაშორისო კომისიის (ICID) ვიცე-პრეზიდენტების არჩევნებში მონაწილეობის მიღება (არჩეულია ვიცე-პრეზიდენდები: ესპანეთიდან, ნეპალიდან და ნიგერიიდან):
  5. ICID -ის აღმასრულებელი კომიტეტის სხდომაზე საქართველოს ირიგაციის და დრენაჟის ეროვნული კომისიის მოთხოვნის წარდგენა – 2027 წელს სამხრეთ კავკასიის რეგიონალური მსოფლიო კონფერენციის – ,,კლიმატის ცვლილება და ნიადაგის ეროზია ‘’ ჩატარება ICID – ის ეგიდით;

მე-4 მსოფლიო ირიგაციის ფორუმის მსვლელობის პერიოდში აკადემიკოს გივი გავარდაშვილს ქონდა ოფიციალური შეხვედრები ირიგაციისა და დრენაჟის საერთაშორისო კომისიის (ICID) პრეზიდენტთან პროფესორ მარკო არჩიელთან (იტალია), ამავე ორგანიზაციის გენერალურ მდივანთან პროფესორ რაკეშ გუფთასთან (ინდოეთი), საფრანგეთის, ესპანეთის, იტალიის, ნიდერლანდების, ინგლისის, თურქეთის, ირანის, რუსეთის, ბელარუსიის, უზბეკეთის, ტაჯიკეთის, ჩინეთის, ინდოეთის, ავსტრალიის, ნეპალის, იორდანიის, ერაყის, ტაილანდის, ფილიპინების,  მალაიზიის და სხვა ქვეყნების ირიგაციის და დრენაჟის  ეროვნული კომისიის პრეზიდენტებსა და ვიცე-პრეზიდენტებთან, ასევე სხვადასხვა კონტინენტის სამუშაო ჯგუფებთან, მათ შორის ევროპის რეგიონალურ სამუშაო ჯგუფთან.

https://www.facebook.com/share/v/1715QYeNqP/?mibextid=wwXIfr

კუალო ლუმპური, მალაიზია, 7-18 სექტემბერი, 2025 წ.