შეხვედრა საქართველოს მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიაში

შეხვედრა საქართველოს მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიაში

  • სექტემბერი 23, 2025

მიმდინარე წლის 22 სექტემბერს, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის პრეზიდენტს, აკადემიკოს როინ მეტრეველს სტუმრად ეწვია ისრაელის ქალაქ ბათ-იამიდან, ჩვენი აკადემიის საზოგადოებრივ მეცნიერებათა განყოფილების უცხოელი წევრი 1996 წლიდან იცხაკ დავიდი, რომელსაც თან ახლდა ქართულ-ებრაული ურთიერთობების ისტორიის მუზეუმის დირექტორი გივი ღამბაშიძე; შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ აკადემიკოსები ელიზბარ ჯაველიძე, ლია მელიქიშვილი, აკადემიის საერთაშორისო  ურთიერთობათა დეპარტამენტის უფროსი ზინა ჯორბენაძე და საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი ნატალი სიდამონიძე.

საუბარი შეეხო ქართულ-ებრაულ ურთიერთობებს, ისრაელის ამჟამინდელ მდგომარეობას, სამეცნიერო მიღწევებს და ა. შ.

შეხვედრის დასასრულს ბატონმა იცხაკ დავიდმა აკადემიკოს როინ მეტრეველს საჩუქრად გადასცა თავისი ავტორობით გამოცემული წიგნი „რეველაციონარული ცივილიზაცია განვრცობადობაში“, ხოლო აკადემიკოსმა როინ მეტრეველმა თავის მხრივ, იცხაკ დავიდს „ქართული დიპლომატიის ისტორია“ უსახსოვრა, რომლის მთავარი რედაქტორი და ერთ-ერთი ავტორიც თვითონაა.

ბოლოს დაისახა სამომავლო, ერთობლივი სამეცნიერო საქმიანობის გეგმები და პერსპექტივები.