კონკურსი გამოჩე­ნილ მეცნიერთა სახელობითი აკადემიური პრემიების მოსაპოვებლად

კონკურსი გამოჩე­ნილ მეცნიერთა სახელობითი აკადემიური პრემიების მოსაპოვებლად

  • სექტემბერი 9, 2026

საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემია აცხადებს კონკურსს გამოჩე­ნილ მეცნიერთა სახელობითი აკადემიური პრემიების მოსაპოვებლად:

  1. ანდრია რაზმაძის სახელობის პრემია _ მათემატიკის დარგში
  2. კირიაკ ზავრიევის სახელობის პრემია  _ სამშენებლო მექანიკის დარგში             
  3. ლეო დავითაშვილის სახელობის პრემია _ ევოლუციის თეორიისა და პალეობიოლოგიის დარგში
  4. ალექსანდრე ჯანელიძის სახელობის პრემია _ გეოლოგიის დარგში                   
  5. იოველ ქუთათელაძის სახელობის პრემია _ ფარმაკოქიმიის მეცნიერების  დარგში
  6. ალექსანდრე ნათიშვილის სახელობის პრემია _ ადამიანის ანატომიის, მორფოლო­გიის, ფიზიოლოგიისა და პათოლოგიის დარგში
  7. ლეონარდე დეკაპრელევიჩის სახელობის პრემია _   კულტურულ მცენარეთა  გენეტიკასა და სელექციის დარგში 
  8. გიორგი ნიორაძის სახელობის პრემია _ არქეოლოგიის დარგში                        
  9. ვარლამ თოფურიას სახელობის პრემია _ ენათმეცნიერების, ქართველური ენების  დარგში 

 

პრემიის მოსაპოვებლად შეიძლება წარმოდგენილ იქნეს თვალსაჩინო თეორი­ული ან პრაქტიკული მნიშვნელობის მეცნიერული ნაშრომი (მონოგრაფია, სამეცნიერო ჟურნალში გამოქვეყნებული შრომა ან შრომათა ციკლი), რომელიც საქართველოს სა­მეცნიერო-კვლევით ინსტიტუტებში, უმაღ­ლეს სასწავ­ლებლებში, სხვა სამეცნიერო დაწე­სე­ბულებებში ავტორთა ჯგუფის ან ცალკეულ პირთა მიერ არის შესრულებული.

კოლექტიურ ნაშრომში პრემია მიეცემა იმ ავტორებს, რომელთაც დაადგენს წარმომდგენი.

პრემიის გაყოფა ორ ან მეტ მაძიებელს შორის სხვადასხვა ნაშრომისათვის დაუშვე­ბელია.

პრემიის მოსაპოვებლად შეიძლება წარმოდგენილ იქნეს ნაშრომი, რო­მე­ლიც  გამო­­ქვეყნდა ბოლო ათი წლის განმავლობაში, მაგრამ არა¬უგვიანეს ექვსი თვისა გან­ცხა­­დების გამოქვეყნებამდე.

ნაშრომი, რომელსაც ადრე მიენიჭა სახელმწიფო პრემია ან რომელიმე სხვა სამეც­ნიერო პრემია, ამ კონკურსში არ მიიღება.

ერთსა და იმავე პირს ერთი და იგივე პრემია განმეორებით არ მიეცემა.

იმ ორგანიზაციებმა ან ცალკეულმა პირებმა, რომლებიც საქართველოს მეცნი­ერებათა ეროვნულ აკადემიაში პრემიის მოსა­პო­ვებლად წარმოადგენენ კანდიდატს, უნდა მიუთითონ პრემიის დასახელება.

კონკურსში მონაწილემ საჭიროა წარმოადგინოს შემდეგი საბუთები:

ა) საკონკურსო სამეცნიერო ნაშრომი სამ ცალად;

ბ) დასაბუთებული წარდგინება, რომელიც შეიცავს ნაშრომის მეცნიერულ დახა­სი­ათებას, მის თეორიულ ან პრაქტიკულ მნიშვნელობას მეცნიერე­ბისა და ტექნოლოგიების განვითარებისათვის;

(ნაშრომი პრემიის მოსაპოვებლად შეიძლება წარმოდგენილ იქნეს სამეცნიერო-კვლევითი დაწესებულებების, უმაღლესი სასწავლებლების, სამეცნიერო საზო­გადოებების, სამეცნიერო ცენტრების ან შესაბამისი დარგის წამყვან მეცნიერთა და სპეციალისტთა მიერ).

გ) მონაცემები ავტორის შესახებ (საანკეტო მონაცემები CV); ძირითად სამეცნი­ერო შრომათა და გამოგონებათა ნუსხა;

დ) წარმომდგენის დასტური იმის შესახებ, რომ კონკურსზე წარმოდგენილ ნაშრომს ადრე არ ჰქონია მინიჭებული პრემია.

ე) ყველა საკონკურსო დოკუმენტის ელექტრონული ვერსია.

 

მასალები პრემიის მოსაპოვებლად წარმოდგენილ უნდა იქნეს 2026 წლის 14  სექტემბრიდან  5 ოქტომბრის ჩათვლით, შემდეგ მისამართზე: თბილისი, რუსთაველის გამზ. N 52, ოთახი 320. საბუთები მიიღება ყოველი სამუშაო დღის 1100-დან 1700 საათამდე.

დამატებითი ცნობებისათვის დარეკეთ ტელ. 2-99-00-52