აკადემიკოს ალექსანდრე შენგელაიას მოხსენება – ახალი შედეგები დაბალი ტემპერატურების ფიზიკაში

აკადემიკოს ალექსანდრე შენგელაიას მოხსენება – ახალი შედეგები დაბალი ტემპერატურების ფიზიკაში

  • სექტემბერი 18, 2025

მიმდინარე წლის 10 სექტემბერს, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის პრეზიდიუმის სხდომაზე მოხსენებით „ახალი  შედეგები დაბალი ტემპერატურების ფიზიკაში“ წარსდგა აკადემიკოსი ალექსანდრე შენგელაია.

მომხსენებელმა, აკადემიკოსმა ალექსანდრე შენგელაიამ თავის მოხსენებაში აღნიშნა, რომ დაბალი ტემპერატურების ფიზიკა მნიშვნელოვანი დარგია, რომელიც შესაძ­ლებელს ხდის დავაკვირდეთ ფუნდამენტურ კვანტურ მოვლენებს, რომლებიც მაღალ ტემპერატურებზე დაფარულია სითბური ხმაურის გამო. დაბალ ტემპერატურებზე მასალები ავლენენ უნიკალურ თვისებებს, როგორიცაა ზეგამ­ტარობა, ზედენადობა, კვანტური ჰოლის ეფექტი, ბოზე-აინშტაინის კონდენსაცია. ამ თვისებებს ასევე დიდი პრაქტიკული მნიშვნელობა აქვთ, რადგან მათ საფუძველზე შექმნილია მაგალითად ზეგამტარი მაგნიტები რომლებიც გამო­იყენება მაგნიტურ-რეზონანსულ ტომოგრაფიაში და ნაწილაკების ამაჩქარებ­ლებში, სენსორები, რომელთა ბაზაზე შექმნილია კვანტური კომპიუტერები.

საქართველოში დაბალი ტემპერატურების ფიზიკაში ექსპერიმენტულ კვლევებს საფუძველი დაუდო აკადემიკოსმა ელეფთერ ანდრონიკაშვილმა და ფართოდ გაიშალა სამეცნიერო მუშაობა ამ მიმართულებით. ამის შედეგად მრავალი საერთაშორისო დონის აღმოჩენა გაკეთდა და საქართველო მსოფლიოში ცნობილი გახდა დაბალი ტემპერატურების ფიზიკასა და მასალათმცოდნეობაში.

მოსხენებაში განხილული იყო ამ დარგის დღევანდელი მდგომარეობა საქართველოში; ყურადღება გამახვილდა ბოლო წლების განმავლობაში ჩამოყალიბებულ თანამედროვე ექსპერიმენტულ ბაზაზე და მიღებულ მნიშვნელოვან შედეგებზე დაბალი ტემპერატურების ფიზიკაში.