აკადემიკოსი გივი გავარდაშვილი ირიგაციის მსოფლიო მე-4 ფორუმზე საქართველოს წარადგენს

აკადემიკოსი გივი გავარდაშვილი ირიგაციის მსოფლიო მე-4 ფორუმზე საქართველოს წარადგენს

  • აგვისტო 21, 2025

საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის ბუნებრივი კატასტროფების სამეცნიერო პრობლემების შემსწავლელი კომისიის თავმჯდომარემ, ირიგაციის და დრენაჟის საქართველოს ეროვნული კომისიის ვიცე-პრეზიდენტმა, საქართველოს ტექნიკური უნივერსიეტის ცოტნე მირცხულავას სახელობის წყალთა მეურნეობის ინსტიტუტის დირექტორმა, აკადემიკოსმა გივი გავარდაშვილმა 2025 წლის 13 აგვისტოს ირიგაციისა და დრენაჟის საერთაშორისო კომისიის (ICID) პრეზიდენტისაგან, პროფესორ მარკო არჩიერისაგან (იტალია) ოფიციალური მიწვევა მიიღო, რომელიც ითვალისწინებს მალაიზიის დედაქალაქ კუალა ლუმპურში 2025 წლის 7-18 სექტემბერს დაგეგმილ ირიგაციის მსოფლიო მე-4 ფორუმზე საქართველოს წარდგენას.

აკადემიკოსი გივი გავარდაშვილი მსოფლიო მე-4 ფორუმზე წარსდგება მოხსენებით – ,,საქართველოში მელიორაციული პრობლემების მეცნიერული კვლევა კლიმატის ცვლილების გათვალისწინებით“.

ოფიციალური მიწვევის თანახმად, აკად. გივი გავარდაშვილი ასევე, მონაწილეობას მიიღებს ირიგაციის მსოფლიო მე-4 ფორუმის ფარგლებში დაგეგმილ მაღალი რანგის შეხვედრებში.

უნდა აღინიშნოს ისიც, რომ წინასწარი ინფორმაციით,  მსოფლიო  ირიგაციის მე-4 ფორუმის მუშაობაში მონაწილეობას მიიღებს ირიგაციისა და დრენაჟის საერთაშორისო კომისიის (ICID) 80-ზე მეტი ქვეყნის ეროვნული დელეგაციები – აფრიკის, ამერიკის, აზიის, ოკეანეთისა და ევროპის მასშტაბით, რომელიც მოიცავს მსოფლიოს სარწყავი ტერიტორიების  95 %.