აკადემიკოსი რისმაგ გორდეზიანი

აკადემიკოსი რისმაგ გორდეზიანი

  • აგვისტო 14, 2025

გარ­და­იც­ვა­ლა გა­მო­ჩე­ნი­ლი ქარ­თ­ვე­ლი მეც­ნი­ე­რი­ და სა­ზო­გა­დო მოღ­ვა­წე, სა­ქარ­თ­ვე­ლოს მეც­ნი­ე­რე­ბა­თა ეროვ­ნუ­ლი აკა­დე­მი­ის აკა­დე­მი­კო­სი რის­მაგ გორ­დე­ზი­ა­ნი.

რის­მაგ გორ­დე­ზი­ა­ნი თა­ვი­სი მრა­ვალ­მ­ხ­რი­ვი სა­მეც­ნი­ე­რო-პე­და­გო­გი­უ­რი და ორ­გა­ნი­ზა­ტორუ­ლი საქ­მი­ა­ნო­ბით, სა­ერ­თა­შო­რი­სო ავ­ტო­რი­ტე­ტი­თა და აღი­ა­რე­ბით არა მხო­ლოდ კლა­სი­კუ­რი ფი­ლო­ლო­გი­ის, არა­მედ ფი­ლო­ლო­გი­ურ და ზო­გა­დად ჰუ­მა­ნი­ტა­რულ მეც­ნი­ე­რე­ბა­თა ერთ-ერ­თი ყვე­ლა­ზე თვალ­სა­ჩი­ნო წარ­მო­მად­გე­ნე­ლი იყო არა მხო­ლოდ სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში, არა­მედ მთელ პოს­ტ­საბ­ჭო­თა სივ­რ­ცე­ში და მის ფარ­გ­ლებს გა­რე­თაც.

რის­მაგ გორ­დე­ზი­ა­ნის სა­მეც­ნი­ე­რო ინ­ტე­რე­სე­ბის სფე­რო ფარ­თო იყო და მო­ი­ცავდა რო­გორც ვიწ­რო დარ­გობ­რივ, ისე ფარ­თო ჰუ­მა­ნი­ტა­რულ პრობ­ლე­მა­ტი­კას, რომ­ლის კვლე­ვის დრო­საც ავ­ტო­რი მთე­ლი რი­გი სა­მეც­ნი­ე­რო პრობ­ლე­მა­ტი­კის სრუ­ლი­ად ახ­ლე­ბურ გა­აზ­რე­ბას გვთა­ვა­ზობდა და თა­ვი­სი ნო­ვა­ტო­რუ­ლი მიდ­გო­მე­ბით რო­გორც ქარ­თუ­ლი, ისე სა­ერ­თა­შო­რი­სო სა­მეც­ნი­ე­რო სა­ზო­გა­დო­ე­ბის ყუ­რადღე­ბის ცენ­ტ­რ­ში მო­ექ­ცა.

რის­მაგ გორ­დე­ზი­ა­ნის სა­მეც­ნი­ე­რო კვლე­ვის სფე­რო­ე­ბი იყო: ან­ტი­კუ­რი ლი­ტე­რა­ტუ­რის ის­ტო­რია, ბერ­ძ­ნუ­ლი ცი­ვი­ლი­ზა­ცი­ის ის­ტო­რია, ბერ­ძ­ნუ­ლი მი­თო­ლო­გია, ჰო­მე­რო­ლო­გია, ბერ­ძ­ნუ­ლი ენათ­მეც­ნი­ე­რე­ბა, ეგე­ის­ტი­კა, მე­დი­ტე­რა­ნულ-ქარ­თ­ვე­ლუ­რი მი­მარ­თე­ბე­ბი, ბერ­ძნულ-რო­მა­ულ-ქარ­თუ­ლი ურ­თი­ერ­თო­ბე­ბი.

რის­მაგ გორ­დე­ზი­ა­ნი არის 200-ზე მე­ტი სა­მეც­ნი­ე­რო ნაშ­რო­მის, მათ შო­რის 30-მდე წიგ­ნის ავ­ტო­რი, რომ­ლე­ბიც გა­მოქ­ვეყ­ნე­ბუ­ლია სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში, გერ­მა­ნი­ა­ში, რუ­სეთ­ში, სა­ბერძნეთ­ში, უნ­გ­რეთ­ში, პო­ლო­ნეთ­სა და უკ­რა­ი­ნა­ში. მი­სი წიგ­ნე­ბი გა­მო­ცე­მუ­ლია რო­გორც სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში, ისე საზღ­ვარ­გა­რეთ, ქარ­თულ, რუ­სულ და გერ­მა­ნულ ენებ­ზე. რის­მაგ გორ­დე­ზი­ა­ნის მო­ნოგ­რა­ფია  დღემ­დე გა­მო­ი­ყე­ნე­ბა ან­ტი­კუ­რი ლი­ტე­რა­ტუ­რი­სა და ჰო­მე­რო­ლო­გი­ის სა­ხელმძღვა­ნე­ლოდ მთელ პოს­ტ­საბ­ჭო­თა სივ­რ­ცე­ში, ხო­ლო გერ­მა­ნი­ა­ში დას­ტამ­ბუ­ლი მი­სი ნაშ­რო­მე­ბი ჰო­მე­რო­სის მკვლე­ვარ­თა სა­რე­კო­მენ­და­ციო ყვე­ლა სა­ერ­თა­შო­რი­სო ბიბ­ლი­ოგ­რა­ფი­ა­შია შე­სუ­ლი.

რის­მაგ გორ­დე­ზი­ა­ნი იყო მკვლე­ვა­რი, რო­მელ­მაც სა­ერ­თა­შო­რი­სო სა­მეც­ნი­ე­რო სა­ზო­გა­დო­ე­ბას ჰო­მე­რო­სის პო­ე­მე­ბის ცალ­კე­ულ სა­კა­მა­თო სა­კითხ­თა ახ­ლე­ბუ­რი და დღე­ი­სათ­ვის სა­ყო­ველ­თა­ოდ აღი­ა­რე­ბუ­ლი გა­დაწყ­ვე­ტა შეს­თა­ვა­ზა. ასე­ვე ნო­ვა­ტო­რუ­ლია მი­სი ხედ­ვე­ბი და ჰი­პო­თე­ზე­ბი მე­დი­ტე­რა­ნულ-ქარ­თ­ვე­ლუ­რი მი­მარ­თე­ბე­ბის სფე­რო­შიც.

რის­მაგ გორ­დე­ზი­ა­ნის წყა­ლო­ბით ქარ­თულ სა­უ­ნი­ვერ­სი­ტე­ტო სა­ზო­გა­დო­ე­ბას და უბ­რა­ლოდ ქარ­თულ ინ­ტე­ლექ­ტუ­ა­ლურ წრე­ებს სა­შუ­ა­ლე­ბა აქვთ, რომ მშობ­ლი­ურ ენა­ზე გა­ეც­ნონ ელი­ნის­ტი­კის სფე­რო­ში მის მი­ერ შექ­მ­ნილ ორი­გი­ნა­ლურ სა­ხელმძღვა­ნე­ლო­ებს, რომ­ლებ­შიც გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლია კლა­სი­კუ­რი ფი­ლო­ლო­გი­ის უახ­ლე­სი სა­ერ­თა­შო­რი­სო მიღ­წე­ვე­ბი და ცალ­კე­ულ შემ­თხ­ვე­ვებ­ში პრობ­ლე­მა­თა ორი­გი­ნა­ლუ­რი ხედ­ვაც არის წარ­მოდ­გე­ნი­ლი.

სა­გან­გე­ბოდ უნ­და აღი­ნიშ­ნოს რის­მაგ გორ­დე­ზი­ა­ნის ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო­ბი­თა და უშუ­ა­ლო მო­ნა­წი­ლე­ო­ბით გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი ინ­ტერ­დის­ციპ­ლი­ნუ­რი პრო­ექ­ტი “ან­ტი­კუ­რი კავ­კა­სი­ა”, რო­მე­ლიც ქარ­თულ სა­ზო­გა­დო­ე­ბას უპ­რე­ცე­დენ­ტო მას­შ­ტა­ბის ქარ­თ­ვე­ლო­ლო­გი­ურ-კავ­კა­სი­ო­ლო­გი­უ­რი პრო­ფი­ლის უახ­ლეს ენ­ციკ­ლო­პე­დი­ას სთა­ვა­ზობს.

რის­მაგ გორ­დე­ზი­ანს 40-ზე მეტ სა­ერ­თა­შო­რი­სო სა­მეც­ნი­ე­რო ფო­რუმ­ში აქვს მო­ნა­წი­ლე­ო­ბა მი­ღე­ბუ­ლი რო­გორც სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში, ისე მის ფარ­გ­ლებს გა­რე­თაც (სა­ბერძნე­თი, გერ­მა­ნია, რუ­სე­თი, ბე­ლარუ­სი, სომ­ხე­თი, პო­ლო­ნე­თი, უნ­გ­რე­თი, სლო­ვა­კეთი, ჩე­ხე­თი და სხვ.).

რის­მაგ გორ­დე­ზი­ა­ნის პე­და­გო­გი­უ­რი საქ­მი­ა­ნო­ბა 50 წელ­ზე მეტს ით­ვ­ლის. ივა­ნე ჯა­ვა­ხიშ­ვი­ლის სა­ხე­ლო­ბის თბი­ლი­სის სა­ხელ­მ­წი­ფო უნი­ვერ­სი­ტე­ტის გარ­და (სა­დაც იგი 1967 წლი­დან სხვა­დას­ხ­ვა სტა­ტუ­სით მოღ­ვა­წე­ობდა), რო­გორც მოწ­ვე­ულ პრო­ფე­სორს, მას სას­წავ­ლო კურ­სე­ბი და სა­ჯა­რო ლექ­ცი­ე­ბი წა­კითხუ­ლი აქვს მსოფ­ლი­ოს ბევრ ქვე­ყა­ნა­სა და წამ­ყ­ვან უმაღ­ლეს სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო და­წე­სე­ბუ­ლე­ბა­ში (სა­ბერძნე­თი, გერ­მა­ნია, იტა­ლია, ეს­პა­ნე­თი, რუ­სე­თი, ნორ­ვე­გია და სხვ.).

რის­მაგ გორ­დე­ზი­ა­ნის პე­და­გო­გი­ურ საქ­მი­ა­ნო­ბას ერ­თი მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი ას­პექ­ტი გა­მო­არ­ჩევდა. იგი იყო 40-მდე დი­სერ­ტან­ტის ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლი და ელი­ნის­ტ­თა რამ­დე­ნი­მე თა­ო­ბის აღ­მ­ზ­რ­დე­ლი.

რის­მაგ გორ­დე­ზი­ა­ნი იყო არა მხო­ლოდ მრა­ვალ­მ­ხ­რი­ვი და პრო­დუქ­ტი­უ­ლი მკვლე­ვა­რი და გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი პე­და­გო­გი­უ­რი ნი­ჭი­თა და უნა­რე­ბით და­ჯილ­დო­ე­ბუ­ლი ლექ­ტო­რი, არა­მედ გა­მორ­ჩე­უ­ლი ორ­გა­ნი­ზა­ტო­რი, არა ერ­თი შე­სა­ნიშ­ნა­ვი იდე­ის ავ­ტო­რი და გან­მა­ხორ­ცი­ე­ლე­ბე­ლი. სხვა­დას­ხ­ვა დროს იგი იყო თსუ ხმელ­თა­შუა ზღვის კულ­ტუ­რე­ბის კვლე­ვის ლა­ბო­რა­ტო­რი­ის და­მა­არ­სე­ბე­ლი და სა­მეც­ნი­ე­რო ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლი, კლა­სი­კუ­რი ფი­ლო­ლო­გი­ის კა­თედ­რის გამ­გე, თსუ პრო­რექ­ტო­რი, თსუ კლა­სი­კუ­რი ფი­ლო­ლო­გი­ის, ბი­ზან­ტი­ნის­ტი­კი­სა და ნე­ოგ­რე­ცის­ტი­კის ინ­ს­ტი­ტუ­ტის ფუ­ძემ­დე­ბე­ლი და მი­სი დი­რექ­ტო­რი.

რის­მაგ გორ­დე­ზი­ა­ნის თა­ოს­ნო­ბით სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში სა­ფუძვე­ლი ჩა­ე­ყა­რა ჰუ­მა­ნი­ტა­რულ მეც­ნი­ე­რე­ბა­თა მი­მარ­თუ­ლე­ბას – ახალ ბერ­ძ­ნულ ფი­ლო­ლო­გი­ას, რო­მე­ლიც გარ­დაც­ვა­ლებამ­დე მი­სი უშუ­ა­ლო თა­ნად­გო­მით ვი­თარ­დე­ბოდა. სა­გან­გე­ბოდ უნ­და აღი­ნიშ­ნოს ასე­ვე რის­მაგ გორ­დე­ზი­ა­ნის მი­ერ და­არ­სე­ბუ­ლი სა­გა­მომ­ცემ­ლო პროგ­რა­მა “ლო­გო­სი”, რო­მელ­მაც არ­სე­ბო­ბის მან­ძილ­ზე 200-ზე მე­ტი სა­ხელმძღვა­ნე­ლო, მო­ნოგ­რა­ფია, სა­მეც­ნი­ე­რო ჟურ­ნა­ლი, თარ­გ­მა­ნი და ლექ­სი­კო­ნი და­ბეჭ­და.

აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ სწო­რედ რის­მაგ გორ­დე­ზი­ა­ნის ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო­ბით და­იწყო პოს­ტ­საბ­ჭო­თა პე­რი­ოდ­ში მოქ­მე­დი ერ­თ­სა­ფე­ხუ­რი­ა­ნი სის­ტე­მის ეტა­პობ­რი­ვი გა­დას­ვ­ლა ორ­სა­ფე­ხუ­რი­ან სის­ტე­მა­ზე, რაც იმ დრო­ის­თ­ვის მთელ პოს­ტ­საბ­ჭო­თა სივ­რ­ცე­სა და აღ­მო­სავ­ლეთ ევ­რო­პა­ში ერთ-ერ­თი ყვე­ლა­ზე ნო­ვა­ტო­რუ­ლი და პროგ­რე­სუ­ლი ნა­ბი­ჯი იყო. გარ­და ამი­სა, თსუ-ში კლა­სი­კუ­რი ფი­ლო­ლო­გი­ის, ბი­ზან­ტი­ნის­ტი­კი­სა და ნე­ოგ­რე­ცის­ტი­კის ინ­ს­ტი­ტუ­ტის და­არ­სე­ბით რის­მაგ გორ­დე­ზი­ან­მა შე­მოგ­ვ­თა­ვა­ზა ფა­კულ­ტე­ტის მოწყო­ბის ახ­ლე­ბუ­რი ხედ­ვა, სას­წავ­ლო-სა­მეც­ნი­ე­რო ინ­ს­ტი­ტუ­ტის მო­დე­ლი, რო­მე­ლიც მოგ­ვი­ა­ნე­ბით მთე­ლი უნი­ვერ­სი­ტე­ტის მას­შ­ტა­ბით და­ი­ნერ­გა, რო­გორც ძა­ლი­ან მოქ­ნი­ლი და ეფექ­ტუ­რი სტრუქ­ტუ­რუ­ლი ერ­თე­უ­ლი.

რის­მაგ გორ­დე­ზი­ა­ნის სა­მეც­ნი­ე­რო და ორ­გა­ნი­ზა­­ტო­რუ­ლი მოღ­ვა­წე­ო­ბის ერ­თ­გ­ვა­რი სინ­თე­ზი იყო მი­სი სა­რე­დაქ­ციო საქ­მი­ა­ნო­ბა. სხვა­დას­ხ­ვა წლებ­ში იგი იყო მის მი­ერ და­არ­სე­ბუ­ლი სა­ერ­თა­შო­რი­სო რე­ცენ­ზი­რე­ბა­დი ჟურ­ნა­ლე­ბის “ფა­ზი­სი­სა” და “კავ­კა­ზი­კის” რე­დაქ­ტო­რი, ჟურ­ნალ “რე­ლი­გი­ის” სა­რე­დაქ­ციო კო­ლე­გი­ის წევ­რი, გერ­მა­ნულ სა­მეც­ნი­ე­რო ჟურ­ნალ “ფი­ლო­ლო­გუ­სის” სა­რე­დაქ­ციო საბ­ჭოს წევ­რი.

რის­მაგ გორ­დე­ზი­ა­ნის მრა­ვალ­მ­ხ­რი­ვი ინ­ტე­ლექ­ტუ­ა­ლუ­რი და სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი მოღ­ვა­წე­ო­ბა აღი­ა­რე­ბუ­ლი და და­ფა­სე­ბუ­ლი იყო რო­გორც ქარ­თუ­ლი სა­ზო­გა­დო­ე­ბის, ისე სა­ხელ­მ­წი­ფოს მხრი­დან. იგი იყო სა­ქარ­თ­ვე­ლოს მეც­ნი­ე­რე­ბა­თა ეროვ­ნუ­ლი აკა­დე­მი­ის აკა­დე­მი­კო­სი, ეროვ­ნუ­ლი აკა­დე­მი­ის ხმელ­თა­შუა და შა­ვი ზღვის აუზის ქვეყ­ნე­ბის ცი­ვი­ლი­ზა­ცი­ა­თა შემ­ს­წავ­ლე­ლი კო­მი­სი­ის თავ­მ­ჯ­დო­მა­რე. ნაშ­რო­მე­ბისთვის ჰომერო­ლო­გი­ა­სა და ეგე­ის­ტი­კა­ში მი­ნი­ჭე­ბუ­ლი ჰქონ­და თსუ პირ­ვე­ლი ხა­რის­ხის, რეს­პუბ­ლი­კუ­რი და სა­კავ­ში­რო პრე­მი­ე­ბი, და­ჯილ­დო­ე­ბუ­ლი იყო სა­ქარ­თ­ვე­ლოს ღირ­სე­ბის ორ­დე­ნით და პრე­ზი­დენ­ტის ბრწყინ­ვა­ლე­ბის ორ­დე­ნით.

რის­მაგ გორ­დე­ზი­ა­ნის დიდ სა­ერ­თა­შო­რი­სო აღი­ა­რე­ბა­ზე მეტყ­ვე­ლებს ის ფაქ­ტი, რომ იგი იყო სა­ბერძნე­თის არ­ქე­ო­ლო­გი­უ­რი სა­ზო­გა­დო­ე­ბის სა­პა­ტიო წევ­რი, საქ­სო­ნი­ის მეც­ნი­ე­რე­ბა­თა აკა­დე­მი­ის წევრ-კო­რეს­პონ­დენ­ტი, ვინ­კელ­მა­ნის სა­ერ­თა­შო­რი­სო სა­ზო­გა­დო­ე­ბის წევ­რი, Collegium Europium-ის წევ­რი (გერ­მა­ნი­ა). გარ­და ამი­სა, იგი იყო სა­ბერძნე­თის ღირ­სე­ბის ორ­დე­ნის ერ­თა­დერ­თი ქარ­თ­ვე­ლი კა­ვა­ლე­რი.

რის­მაგ გორ­დე­ზი­ა­ნის გარ­დაც­ვა­ლე­ბა დი­დი და­ნაკ­ლი­სია ქარ­თუ­ლი მეც­ნი­ე­რე­ბი­სა და მთე­ლი ქარ­თუ­ლი სა­ზო­გა­დო­ე­ბრიობის­თ­ვის.

 

სა­ქარ­თ­ვე­ლოს მეც­ნი­ე­რე­ბა­თა ეროვ­ნუ­ლი აკა­დე­მია;

ენის, ლი­ტე­რა­ტუ­რი­სა და ხე­ლოვ­ნე­ბის გან­ყო­ფი­ლე­ბა