Monthly Archives: ივნისი 2025

აკადემიკოს თამაზ შილაკაძის ახალი გამოცემა „საგზაო-სატრანსპორტო კომუნიკაციების ინფრასტრუქტურა“

  • ივნისი 6, 2025

საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის აკადემიკოსის, თამაზ შილაკაძის ავტორობით, გამოიცა ნაშრომი „საგზაო-სატრანსპორტო კომუნიკაციების ინფრასტრუქტურა“. ტრანსპორტი  ეკონომიკის უმნიშვნელოვანეს დარგს წარმოადგენს, რომლის ეფექტური ფუნქციონირება ქვეყნის ეკონომიკის სტრუქტურული გარდაქმნის, საგარეო ეკონომიკური ურთიერთობების სტაბილიზაციის აუცილებელი პირობა არის. ტრანსპორტი – ეს ის დარგია, რომელიც გადაყვანა-გადაზიდვებს აწარმოებს  მოსახლეობის მოთხოვნების უზრუნველსაყოფად. რაც შეეხება საერთაშორისო სატრანსპორტო მიმოსვლას, საქართველო ისტორიულად ევროპა-აზიის დამაკავშირებელ საერთაშორისო სატრანსპორტო კორიდორს წარმოადგენს. […]

გაგრძელება

ზურაბ აბაშიძის მონოგრაფიის წარდგენა

  • ივნისი 4, 2025

მიმდინარე წლის 4 ივნისს, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიაში, საქართველოს ისტორიკოსთა ეროვნული კომიტეტის და ექვთიმე თაყაიშვილის სახელობის საქართველოს საისტორიო საზოგადოების ერთობლივი ორგანიზებით გაიმართა ქართული ენციკლოპედიის  მთავარი რედაქტორის, პოლიტიკის მეცნიერებათა დოქტორის ზურაბ აბაშიძის მონოგრაფიის – „რუსეთის ქცევის წყაროები (1992-2021)“ წარდგენა. სხდომა შესავალი სიტყვით აკადემიის პრეზიდენტმა, აკადემიკოსმა როინ მეტრეველმა გახსნა, ხოლო შემდგომ სიტყვა დაეთმო თავად წიგნის ავტორს. აღსანიშნავია, […]

გაგრძელება

საერთაშორისო კონფერენცია ევროკავშირის ეგიდით

  • ივნისი 4, 2025

საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის ბუნებრივი კატასტროფების სამეცნიერო პრობლემების შემსწავლელი კომისიის თავმჯდომარე,  აკადემიკოსი გივი გავარდაშვილი, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ცოტნე მირცხულავას სახელობის წყალთა მეურნეობის ინსტიტუტის დირექტორი, საერთაშორისო პროექტის კოორდინატორი საქართველოდან  და ამავე ინსტიტუტის უფროსი მეცნიერ თანამშრომლები: ასოცირებული პროფესორები თამრიკო სუპატაშვილი და  კონსტანტინე ბზიავა, 2025 წლის 28 მაისი – 1 ივნისის ჩათვლით საერთაშორისო პროექტის BSB00091 „წყალმცენარეების ენერგიის გამოყენება […]

გაგრძელება

აკადემიკოსმა სოლომონ პავლიაშვილმა ტაჯიკეთის რესპუბლიკაში გამართულ საერთაშორისო კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა

  • ივნისი 3, 2025

საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის აკადემიკოსმა, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ  სოლომონ პავლიაშვილმა ტაჯიკეთის რესპუბლიკის დედაქალაქ დუშანბეს სამთავრობო რეზიდენციაში გამართულ საერთაშორისო კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა. სტატია სრულად

გაგრძელება