
აკადემიკოს რამაზ ქაცარავას კიდევ ერთი აღიარება
- ივნისი 21, 2025
საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის აკადემიკოსი რამაზ ქაცარავა აღიარებულია 2024 წლის საერთაშორისო დონის გამოჩენილ მეცნიერად. გამოკითხვა ჩაატარა სააერთაშორისო სამეცნიერო-ანალიტიკურმა ავტორიტეტულმა პლატფორმამ Scholar GPS-მა, რომელიც აფასებს მეცნიერ-მკვლევართა და აკადემიური დაწესებულებების საქმიანობას პუბლიკაციების ციტირების ინდექსის მიხედვით. Scholar GPS-ის მონაცემთა ბაზა აერთიანებს 30 მილიონზე მეტი მეცნიერისა და 120 000 ინსტიტუციის პროფილს. შედეგების მიხედვით მას მიეკუთვნა პრესტიჟული ადგილი წამყვან მეცნიერთა ჩამონათვალის 0,5% რაოდენობაში.
საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემია ულოცავს აკადემიკოს რამაზ ქაცარავას ამ მნიშვნელოვან საერთაშორისო აღიარებას.