
აკადემიკოს ვლადიმერ პაპავას კიდევ ერთი აღიარება
- ივნისი 23, 2025
საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის აკადემიკოს-მდივანი, აკადემიკოსი ვლადიმერ პაპავა აღიარებულია 2024 წლის საერთაშორისო დონის გამოჩენილ მეცნიერად. გამოკითხვა ჩაატარა სააერთაშორისო სამეცნიერო-ანალიტიკურმა ავტორიტეტულმა პლატფორმამ Scholar GPS-მა, რომელიც აფასებს მეცნიერ-მკვლევართა და აკადემიური დაწესებულებების საქმიანობას პუბლიკაციების ციტირების ინდექსის მიხედვით. Scholar GPS-ის მონაცემთა ბაზა აერთიანებს 30 მილიონზე მეტი მეცნიერისა და 120 000 ინსტიტუციის პროფილს. შედეგების მიხედვით მას მიეკუთვნა პრესტიჟული ადგილი წამყვან მეცნიერთა ჩამონათვალის 0,5% რაოდენობაში.
საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემია ულოცავს აკადემიკოს ვლადიმერ პაპავას ამ მნიშვნელოვან საერთაშორისო აღიარებას.