
შალომ დავიდისადმი მიძღვნილი ინტერდისციპლინური სამეცნიერო კონფერენცია
- ივნისი 16, 2025
მწერლის, ებრაული ფილოსოფიის მკვლევრისა და მთარგმნელის – შალომ დავიდისადმი მიძღვნილი
ინტერდისციპლინური სამეცნიერო კონფერენცია
თსუ ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი და საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემია 2025 წლის 10-11 სექტემბერს გამართავენ მწერლის, ებრაული ფილოსოფიის მკვლევრისა და მთარგმნელის, შალომ დავიდისადმი მიძღვნილ ინტერდისციპლინურ სამეცნიერო კონფერენციას – ქართულ-ებრაული კულტურის მოამაგე – შალომ დავიდი.
კონფერენციაში მონაწილეობის მსურველებმა 2025 წლის 30 ივლისამდე თეზისები უნდა გამოგზავნონ ელექტრონული ფოსტის მისამართზე: tsuconference@tsu.ge
კონფერენციაში მონაწილეობის ფორმატი: დასწრებული (მოხსენება).
კონფერენცია მოიცავს (მაგრამ არ შემოიფარგლება) შემდეგ მიმართულებებს:
- ებრაელები მსოფლიო ისტორიასა და კულტურაში;
- ებრაელთა მიგრაცია და იდენტობა;
- ალია ერეც ისრაელში;
- ქართველი ებრაელი მწერლები საქართველოსა და ისრაელში;
- ებრაული ენა და საგანმანათლებლო ცენტრები – წარსული და თანამედროვეობა;
- ებრაული მატერიალური კულტურის ძეგლები;
- ბიბლიის თანამედროვე თარგმანები.
კონფერენციის ჩატარების ადგილი: ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, საქართველო.
სამუშაო ენა: ქართული
საკონტაქტო პირი: თსუ ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის სამეცნიერო კვლევებისა და განვითარების სამსახურის უფროსი, ასოც. პროფესორი ეკატერინე ნავროზაშვილი, თსუ, I კორპუსი, ოთახი 204.
თეზისების გაფორმების წესი:
გაერთიანებულ დოკუმენტში (MS Word) გთხოვთ შეიტანოთ შემდეგი მონაცემები:
- ავტორის სახელი და გვარი ქართულად და ინგლისურად;
- თეზისების სათაური ქართულად და ინგლისურად;
- ორგანიზაციის დასახელება ქართულად და ინგლისურად;
- ფაკულტეტის დასახელება ქართულად და ინგლისურად;
- თეზისების ძირითადი ტექსტი (MS Word-ით და pdf-ფორმატით) ქართულად და ინგლისურად;
- 3-5 საკვანძო სიტყვა ქართულად და ინგლისურად;
- ფორმატი — A4
- შრიფტი — UNICODE (Sylfaen)
- თეზისების /სტატიის ძირითადი ტექსტი დაიწყეთ მომდევნო, ახალი გვერდიდან, 12 ზომის შრიფტით.
- ფოტოების და სხვა გრაფიკული გამოსახულების კომპიუტერული ვარიანტი შესრულებული უნდა იყოს JPG ფორმატში.
- თეზისის მოცულობა: 300 სიტყვა.
- თავფურცელი გააფორმეთ შემდეგი თანმიმდევრობით:
- ავტორ(ებ)ი — 12 ზომის შრიფტით ცენტრში;
- სათაური — 12 ზომის შრიფტით ცენტრში;
- ორგანიზაცია, მაგ., ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი — 12 ზომის შრიფტით ცენტრში;
- ფაკულტეტის დასახელება — 12 ზომის შრიფტით ცენტრში;
- ბოლოს — საკვანძო სიტყვები.