Monthly Archives: მაისი 2025

რევაზ გამყრელიძე

  • მაისი 8, 2025

ქართულმა მეცნიერებამ დიდი დანაკლისი განიცადა. 98 წლის ასაკში გარდაიცვალა გამოჩენილი მეცნიერი, თანამედ­როვე მათემატიკის ერთ-ერთი უდიდესი წარმომად­გენელი,  მათემატიკის ახალი დარგის – მართვის ოპტიმალური თეორიის ერთ-ერთი ფუძემდებელი, საქართველოს და რუსეთის მეცნიერებათა აკადემიების ნამდვილი წევრი რევაზ გამყრელიძე. რევაზ გამყრელიძე დაიბადა 1927 წლის 4 თებერვალს ქუთაისში. 1945 წელს გახდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფიზიკა-მათემატიკის ფაკულტეტის სტუდენტი, ერთი წლის შემდეგ სასწავლებლად […]

გაგრძელება

კონკურსი აკადემიის ნამდვილ წევრთა (აკადემიკოსთა) და წევრ-კორესპონდენტთა ასარჩევად

  • მაისი 7, 2025

საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის  გ ა ნ ც ხ ა დ ე ბ ა საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემია აცხადებს ვაკანსიებს საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის შემდეგ სპეციალობებში: აკადემიკოსთა ვაკანსიები   სპეციალობა ვაკანსია მიკრობიოლოგია 1 წევრ-კორესპონდენტთა ვაკანსიები სპეციალობა ვაკანსია მათემატიკა 1 კიბერუსაფრთხოება 1 გეოგრაფია 1 პედიატრია 1 დასავლური ცივილიზაციის ეთიკა და ესთეტიკა 1 საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის […]

გაგრძელება

შეთანხმება ივანე ჯავახიშვილის თხზულებათა სრული აკადემიური გამოცემის მომზადების შესახებ

  • მაისი 7, 2025

საქართველოს მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიას, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და კორნელი კეკელიძის სახელობის საქართველოს ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრს შორის, ხელი მოეწერა შეთანხმებას, რომელიც გულისხმობს დიდი მეცნიერისა და მოღვაწის, თბილისის უნივერსიტეტის დამაარსებლის ივანე ჯავახიშვილის თხზულებათა სრული აკადემიური გამოცემის მომზადებაზე მუშაობას.

გაგრძელება

ქართველი ეკონომისტის აღიარება სამეფო ეკონომიკური საზოგადოების მიერ

  • მაისი 5, 2025

საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის აკადემიკოს-მდივანი, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი, ვლადიმერ (ლადო) პაპავა ეკონომიკურ მეცნიერებაში შეტანილი წვლილისთვის 2025 წლის 1 მაისიდან გახდა სამეფო ეკონომიკური საზოგადოების (დიდი ბრიტანეთი) ნამდვილი წევრი (Founding Fellow) (https://res.org.uk/the-royal-economic-society-announces-founding-fellows/?utm_campaign=Dotdigital&utm_medium=email&utm_source=Royal%20Economic%20Society&dm_i=7O8I,R2LS,1O14D3,2AC15,1). აკადემიკოსი ლადო პაპავა ამ პრესტიჟულიეკონომიკური პროფილის საზოგადოების რიგითიწევრი (Member) 2006 წლიდან იყო. სტატია სრულად

გაგრძელება

აკადემიკოს სოლომონ პავლიაშვილს ბათუმის საპატიო მოქალაქის წოდება მიენიჭა

  • მაისი 5, 2025

„ბათუმობა  2025“  წლის ფარგლებში, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილეს, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის აკადემიკოსს  სოლომონ პავლიაშვილს, აჭარაში აკვაკულტურის განვითარებასა და პოპულარიზაციაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის, ბათუმის საპატიო მოქალაქის  წოდება მიენიჭა. აკადემიკოსს ჯილდო აჭარის მთავრობის თავმჯდომარე სულხან თამაზაშვილმა  პირადად გადასცა. სტატია სრულად

გაგრძელება

ეროვნულ პრობლემათა შემსწავლელი მუდმივმოქმედი კომისიის სხდომა

  • მაისი 1, 2025

მიმდინარე წლის 30 აპრილს, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიაში ჩატარდა ეროვნულ პრობლემათა შემსწავლელი მუდმივმოქმედი კომისიის სხდომა თემაზე: “მარტყოფის გამარჯვების ისტორიული მნიშვნელობა (400 წელი) და გიორგი სააკაძის ფენომენი“; მომხსენებელი გახლდათ პროფესორი ვაჟა ოთარაშვილი. სხდომა შესავალი სიტყვით გახსნა კომისიის თავმჯდომარემ, აკადემიკოსმა ელიზბარ ჯაველიძემ. მომხსენებელმა, პროფესორმა ვაჟა ოთარაშვილმა აღნიშნა, რომ მიმდინარე წლის 7 აპრილს (ძვ. სტ. 25 მარტი) 400 […]

გაგრძელება