კონკურსი აკადემიის ნამდვილ წევრთა (აკადემიკოსთა) და წევრ-კორესპონდენტთა ასარჩევად

კონკურსი აკადემიის ნამდვილ წევრთა (აკადემიკოსთა) და წევრ-კორესპონდენტთა ასარჩევად

  • აპრილი 17, 2025

საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის

 გ ა ნ ც ხ ა დ ე ბ ა

საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემია აცხადებს ვაკანსიებს საქართველოს მეცნიერებათა

ეროვნული აკადემიის შემდეგ სპეციალობებში:

აკადემიკოსთა ვაკანსიები

 

სპეციალობა ვაკანსია
მიკრობიოლოგია 1

წევრ-კორესპონდენტთა ვაკანსიები

სპეციალობა ვაკანსია
მათემატიკა 1
კიბერუსაფრთხოება 1
გეოგრაფია 1
პედიატრია 1
დასავლური ცივილიზაციის ეთიკა და ესთეტიკა 1

საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის ნამდვილ წევრად (აკადემი­კოსად) შეიძლება აირჩეს საქართველოს მოქალაქე, საქართველოში მოღვაწე, მაღალი სამეცნიერო ავტორიტეტის მქონე მეცნიერი, რომელსაც საერთაშორისო დონის წვლილი აქვს შეტანილი მეცნიერების განვითარებაში.

საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის წევრ-კორესპონდენტად შეიძ­ლება აირჩეს საქართველოს მოქალაქე, საქართველოში მოღვაწე მაღალი სამეც­ნიერო ავტორიტეტის მქონე მეცნიერი, რომელსაც მნიშვნელოვანი წვლილი აქვს შეტანილი მეცნიერების განვი­თარებაში.

საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის ნამდვილი წევრობის (აკადე­მი­კოსობის) კანდიდატთა წამოყენების უფლება აქვთ: საქართველოს მეცნი­ერებათა ეროვ­ნული აკადემიის ნამდვილ წევრებს (აკადემიკოსებს), სამეცნიერო დაწესებუ­ლებებს, სახელმწიფო უმაღლეს სასწავლებლებსა და კერძო ავტორიზებულ უმაღლეს სასწავლებ­ლებს.

საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის წევრ-კორესპონდენტობის კან­დიდატთა წამოყენების უფლება აქვთ საქართველოს მეცნიერებათა ეროვ­ნული აკადე­მიის წევრებს (აკადემიის ნამდვილ წევრებსა და წევრ-კორესპონდენტებს), სამეცნიერო დაწე­სებულებებს, სახელმწიფო და კერძო ავტორი­ზებულ უმაღლეს სასწავლებლებს.

საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის ნამდვილი წევრობისა (აკადე­მიკოსობის) და წევრ-კორესპონდენტობის კანდიდატთა მიერ წარმოდგენილი უნდა იყოს შემდეგი საბუთები (ორ ეგზემ­პლარად):

  • აკადემიკოსობის კანდიდატებისათვის აკადემიის ნამდვილი წევრების, ხოლო წევრ-კორესპონდენტობის კანდიდატებისათვის აკადემიის ნამდვილ წევრ­თა და წევრ-კორსპონდენტთა წარდ­გინება (დედანი), დამოწმებული წარმდგე­ნის ხელ­მო­წერითა და სველი ბეჭდით, ან სამეცნიერო დაწესებულებე­ბის, სახელმწიფო უმაღლესი სასწავ­ლებლების, კერძო ავტორი­ზებული უმაღლე­სი სასწავლებ­ლების წარდგინება (დედანი, დაბეჭ­დილი ტიტულოვან ბლანკზე) სათანადო დასაბუ­თებით, დამოწ­მებული წარმდგენის ხელმოწერითა და დაწესე­ბულების სველი ბეჭდით;
  • ფერადი ფოტო 4/6;
  • სამეცნიერო ხარისხის დამა­დასტურებელი დიპლომის ასლი (დამოწმებული ნოტა­რი­ულად);
  • მონაცე­მები შრომითი და სამეცნიერო საქმიანობის შესახებ (CV);
  • ძირითადი სამეცნიერო შრომების ჩამონათვალი სრული ფორმით (უცხოეთში გამო­ქვეყნებული სამეცნიერო ნაშრომები აღინიშნება ვარსკვლავით);
  • კანდი­დატის სამეცნიერო მოღვაწეობის შეფასება დარგის სპეცია­ლისტის მიერ;
  • კანდიდატის პირადობის მოწმობის ან პასპორტის ასლი;
  • საბუთები წარმოდგენილი უნდა იყოს ქართულ ენაზე (საჭიროების შემ­თხვევაში ნოტარიულად დამოწმებული თარგმანი) პირადად აკადემიის ნამდვილი წევ­რო­ბის (აკადემიკოსობის) და წევრ-კორეს­პონდენტობის კანდი­და­ტთა მიერ.

საბუთები კანდიდატთა რეგისტრაციისათვის მიიღება საქართველოს მეცნიერე­ბათა ეროვ­ნულ აკადე­მიაში 2025 წლის 22 აპრილიდან 22 მაისის ჩათვლით შემდეგ მისამართზე: რუსთაველის გამზ., 52, საქართველოს მეცნი­ერებათა ეროვ­ნული აკადემია (ადამიანური რესურსების მართვისა  და სპეციალურ დავალებათა დეპარტამენტი, IV სართული, ოთახი 409, ტელ. 2 93-29-86; 577 40-61-51). საბუთები მიიღება ყოველ სამუშაო დღეს 11-დან 17 საათამდე.

აღნიშნული განცხადება და კანდიდატის მონაცემები (CV) გამოქვეყნდება საქარ­თვე­ლოს მეცნი­ერებათა ეროვნული აკადემიის ვებგვერდზე (www. science. org.ge).

კანდიდატის CV და ფოტოსურათი წარმოდგენილი უნდა იყოს ელექტრონული ფორმით ელექტრონულ მისამართზე hr@ science. org.ge.

შენიშვნა:     დამატებითი ინფორმაციის მიღება შესაძლებელია აკადემიის ადამიანური რესურსების მართვისა და სპეციალურ დავალებათა  დეპარტამენტი