მეორე მსოფლიო ომის გამარჯვებიდან 80 წლისთავისადმი მიძღვნილი სამეცნიერო კონფერენცია

მეორე მსოფლიო ომის გამარჯვებიდან 80 წლისთავისადმი მიძღვნილი სამეცნიერო კონფერენცია

  • მაისი 15, 2025

მიმდინარე წლის 13 მაისს, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის, საზოგადოებრივ მეცნიერებათა განყოფილებისა და ისტორიის, არქეოლოგიისა და ეთნოლოგიის კომისიის ერთობლივი ორგანიზებით, ჩატარდა სამეცნიერო კონფერენცია, რომელიც მეორე მსოფლიო ომის დამთავრების 80 წლისთავს მიეძღვნა. კონფერენცია შესავალი სიტყვით აკადემიის პრეზიდენტმა, აკადემიკოსმა როინ მეტრეველმა გახსნა.

აღსანიშნავია, რომ ქართველმა ხალხმა სხვა ხალხებთან ერთად უდიდესი წვლილი შეიტანა ფაშისტურ გერმანიაზე დიდი გამარჯვების საქმეში; საქართველოდან მსოფლიო ომის სხვადასხვა ფრონტზე 700 000 კაცი მონაწილეობდა და მათგან 300 000 უკან აღარ დაბრუნებულა… გამარჯვების დროშა რაიხსტაგზე კი ქართველმა მელიტონ ქანთარიამ ააფრიალა…

რაც შეეხება სამეცნიერო კონფერენციას, მასზე წარმოდგენილი იყო პროფესორ სერგო ვარდოსანიძის, ისტორიკოს ალექსანდრე დაუშვილის, დავით ახლოურის და თამარ ორჯონიკიძის მოხსენებები შემდეგ თემატიკაზე: საქართველოს მართლმადიდებლური სამოციქულო ეკლესია ომის წლებში; ქართველები თეირანის კონფერენციაზე; ახალგორი ომის წლებში და მეორე მსოფლიო ომი მეხსიერების პოლიტიკის კონტექსტში (საქართველოსა და მსოფლიოს ისტორიის სახელმძღვანელოები). ხსენებული მოხსენებები უახლოეს მომავალში დაიბეჭდება ჟურნალ „ანალებში“.

კონფერენციის დასასრულს გაიმართა დისკუსია.