
პროტოპრესვიტერი გიორგი (ზვიადაძე) საპატიო სიგელით დაჯილდოვდა
- ივლისი 21, 2025
მიმდინარე წლის 21 ივლისს, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიაში გაიმართა პრეზიდიუმის მორიგი სხდომა, რომელზეც საპატიო სიგელით დაჯილდოვდა თბილისის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის რექტორი, თეოლოგიის, ფილოლოგიისა და პოლიტიკის მეცნიერებათა დოქტორი, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის პროტოპრესვიტერი გიორგი ზვიადაძე, საქართველოს სამოციქულო მართლმადიდებელი ეკლესიის სიმტკიცისთვის ბრძოლის, საღვთისმეტყველო საკითხების კვლევაში შეტანილი მნიშვნელოვანი წვლილის, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის მიმართ მუდამ კეთილი ურთიერთობისა და თანადგომისათვის.
პრეზიდიუმის წინაშე მამა გიორგი ზვიადაძე წარდგა მოხსენებით – „საღვთისმეტყველო განათლება საქართველოში სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია II-ის მოღვაწეობის პერიოდში“.