ქართველოლოგიურ-კავკასიოლოგიური III საერთაშორისო კონგრესი
- მაისი 28, 2022
პატივი გვაქვს გაცნობოთ, რომ III საერთაშორისო ქართველოლოგიურ-კავკასიოლოგიური კონგრესი გაიმართება საქართველოში, თბილისში, 2022 წლის 3-5 ოქტომბერს
კონგრესი ეძღვნება გამოჩენილი ენათმეცნიერის, აკადემიკოს თამაზ გამყრელიძის ხსოვნას.
კონგრესი იმუშავებს რამდენიმე ძირითადი მიმართულებით:
- ქართული და კავკასიური ენების სტრუქტურა და ისტორია; აღწერითი, შედარებითი და ტიპოლოგიური კვლევები;
- ისტორია და წყაროთმცოდნეობა; ისტორიული გეოგრაფია და დემოგრაფია;
- ქართულ-კავკასიურ სიძველეთა კვლევა და არქეოლოგია;
- ეთნოლოგია; კულტუროლოგია; კულტურის ისტორია;
- ხელოვნებათმცოდნეობა და ხელოვნების ისტორია;
- ლიტერატურათმცოდნეობა და ლიტერატურის ისტორია.
შესაბამისი პირობების გათვალისწინებით, შესაძლებელია კონგრესი გაიმართოს ონლაინ-ფორმატით (პირობებს გაცნობებთ დამატებით). ამავე დროს, თითოეულ მონაწილეს შესაძლებლობა ექნება კონგრესის მუშაობაში ინდივიდუალურად ჩაერთოს დისტანციურად.
მოხსენებათა თეზისები ქართულ და ინგლისურ ენებზე მიიღება 2022 წლის 15 ივნისამდე შემდეგი პირობების დაცვით:
1. თეზისების ქართული და ინგლისური ტექსტები (ერთად) არ უნდა აღემატებოდეს A4 ფორმატის 2 გვერდს;
2. მასალა მიიღება ელექტრონული სახით;
3. ტექსტი აკრეფილი უნდა იყოს A4 ფორმატით, შრიფტი ინგლისური
ტექსტისათვის – Times New Roman, ქართულისათვის – Sylfaen.
შრიფტის ზომა – 12, ინტერვალი – 1,15, ქვედა და ზედა არეები – 20 მმ,
მარცხნიდან – 30 მმ, მარჯვნიდან – 10 მმ.
გთხოვთ მასალები მოგვაწოდოთ ელექტრონულ ფოსტაზე: zina.jorbenadze@science.org.ge gogotato@mail.ru
საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემია
კონგრესის საორგანიზაციო კომიტეტი