შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის წევრი ქვეყნების მეცნიერებათა აკადემიების პრეზიდენტთა შეხვედრა

შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის წევრი ქვეყნების მეცნიერებათა აკადემიების პრეზიდენტთა შეხვედრა

  • ივლისი 3, 2025

2025 წ. 27 ივნისს აკადემიის პრეზიდენტმა აკად. როინ მეტრეველმა მონაწილეობა მიიღო შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის წევრი ქვეყნების (BSEC) მეცნიერებათა აკადემიების პრეზიდენტთა მეორე შეხვედრაში, რომელიც გაიმართა სტამბოლის უნივერსიტეტის და შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის საპარლამენტო ასამბლეის (PABSEC) ეგიდით ქ. სტამბოლში. შეხვედრაზე განხილულ იქნა შემდეგი საკითხი: „შავი ზღვის რეგიონში მეცნიერებისა და განათლების განვითარება.“ შეხვედრას ესწრებოდნენ BSEC-ის წევერი ქვეყნების მეცნიერებათა აკადემიების წარმომადგენლები. მათ შორის აზერბაიჯანიდან, ბულგარეთიდან, საქართველოდან, საბერძნეთიდან, მოლდოვადან, რუმინეთიდან, თურქეთიდან, უკრაინიდან, თურქეთის აკადემიის პრეზიდენტი, წამყვანი უნიევერსიტეტების რექტორები, შავის ზღვის უნივერსიტეტთა ქსელის წარმომადგენლები, PABSEC-ის ოფიციალური პირები, BSEC-ის მუდმივი საერთაშორისო სამდივნოს წარმომადგენლები.

მეცნიერებათა აკადემიების პრეზიდენტებმა ხაზგასმით აღნიშნეს სამეცნიერო თანამშრომლობის უდიდესი მნიშვნელობა მსოფლიო და რეგიონულ სირთულეებთან ურთიერთობისას, მათ შორის აღინიშნა კლიმატის ცვლილებები, ციფრული ტრანსფორმაცია, საზოგადოებრივ-ეკონომიკური უთანასწორობა. მათ ხაზი გაუსვეს ერთობლივი ინიციატივების მნიშვნელობას სამეცნიერო კვლვების, ინტერდისციპლინური კვლვების განვითარების და ცოდნის გაზიარების საქმეში. უმთავრს პრიორიტეტებად მოჩნეულ იქნა:

  1. ერთობლივი კვლევითი პროგრამების წინ წაწევა. სამცნიერო-კვლევით საქმიანობაში თანამშრომლობის ცენტრების და პროექტების შექმნის ხელშეწყობა იმისათვის, რომ ხელი შეეწყოს რეგიონული და გლობალური საჭირბოროტო საკითხების გადაჭრას, რის დროსაც ყურადღების ცენტრში იქნება სიახლეების დანერგვა და მდგრადობა.
  2. მეცნიერებასა და განათლებაში ხელოვნული ინტელექტის დანერგვის ხელშეწყობა და ამ სფეროში კვლევითი თანამშრომლობის ხელშეწყობა იმისათვის, რათა გაფართოვდეს სამეცნიერო აღმოჩენების ქმედითუნარიანობა, გაუმჯობესდეს საგანმანათლებლო მეთოდოლოგია, რათა ყველაფერმა ამან უპასუხოს საზოგადოებრივ გამოწვევებს.
  3. საგანმანათლებლო თანამშრომლობის გაძლიერება, კერძოდ: ერთობლივი სამეცნიერო პროგარამების მხარდაჭერა, სტუდენტების და საფაკულტეტო გაცვლები, ციფრული საგანმანათლებლო პროგრამები იმისათვის, რომ მომზადდეს მაღალპროფესიული სამცნიერო კადრები და ბიძგი მიეცეს კულტურათაშორისო ურთიერთგაგებას.
  4. სიახლეების და ტექნოლოგიების ურთიერთგადაცემის ხელშეწყობა: მეცნეიერებათა აკადემიებმა, წარმოებამ და სამთავრობო ორგანოებმა აქციონ მეცნიერული აღმოჩენები პრაქტიკულ გადაწყვეტილებებად იმისათვის, რომ მიღწეულ იქნას საზოგადოებირვი და ეკონომიკური პროგრესი.
  5. ახალგაზრდა მეცნიერთათვის და მკვლევართათვის შესაბამისი უნარის შესაძლებლობების ზრდის ხელშეწყობა სტიპენდიების, სადამრიგებლო პროგრამების და რესურსების ხელმისაწვდომობის და გაზიარების გაფართოების მეშვეობით.

 

აკადემიების პრეზიდენტებმა ხაზი გაუსვეს მუდმივი შეხვედრების მნიშვენლობას აქტიურობის შენარჩუნების და თანამშრომლობის გაღრმავების საქმეში. მათ გამოხატეს რწმენა, რომ თანამშრომლობის გაგრძელება შავი ზღვის რეგიონს აქცევს სამეცნიერო წარჩინებისა და სიახლეების ცენტრად. შეთანხმდნენ, რომ გააღრმავებენ ისეთი საკითხის შესწავლას როგორიცაა მუდმივი მექანიზმის (საშუალების) დაარსება, რომელიც კოორდინირებას გაუწევს BSEC-ის მეცნიერებათა აკადემიების ურთიერთობას, სამუშაო ჯგუფების შექმნის ჩათვლით, რათა გაუმჯობესდეს თვალყურის მიდევნება  ერთობლივი პროექტების განხორციელებაზე.