საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის საერთო კრება
- ივლისი 22, 2022
მიმდინარე წლის 14 ივლისს ჩატარდა საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის საერთო კრება, რომელმაც დაამტკიცა აკადემიის წლიური (2021წ.) ანგარიში.
მომხსენებელმა, სამეცნიერო-საორგანიზაციო სამმართველოს უფროსმა, მეცნ.დოქტ. გონელი არახამიამ მოკლედ მიმოიხილა 2021 წელს აკადემიის მიერ ჩატარებული მუშაობის შედეგები. მოხსენებაში განხილული იყო აკადემიის პრეზიდიუმის, პრეზიდენტის, სამეცნიერო განყოფილებების, პრეზიდიუმთან არსებული კომისიების, ადმინისტრაციულ აპარატში შემავალი სამსახურების, ქართული ენციკლოპედიის ირ. აბაშიძის სახ. მთავარი სამეცნიერო რედაქციის, აკად. გ. წერეთლის სახ. „ვეფხისტყაოსნის“ აკადემიური გამოცემისა და ქართული ენის თესაურუსის კომიტეტის, აჭარის რეგიონული სამეცნიერო ცენტრის მიერ გაწეული საქმიანობა.
აკადემიის წლიური (2021 წ.) ანგარიში დაბეჭდილია წიგნად და განთავსებულია აკადემიის ვებგვერდზე.