გიორგი კვესიტაძე არჩეულია საგამომცემლო საბჭოს წევრად
- აგვისტო 2, 2022
საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის პრეზიდენტი, აკადემიკოსი გიორგი კვესიტაძე არჩეულ იქნა ჟურნალ „მართლმადიდებლური თეოლოგია და სულიერება“-ს საგამომცემლო საბჭოს წევრად. ჟურნალი გამოიცემა რამნიკის მთავარეპისკოპოსის (რუმინეთის ეპარქია) მიერ, რომელსაც წარსულში უძღვებოდა მოწამე წმინდა ანთიმოზ ივერიელი.
ჟურნალი ადგილობრივ და საერთაშორისო ასპარეზზე დიდი პატივისცემით სარგებლობს მისი მაღალი აკადემიური შინაარსის გამო, რაც უზრუნველყოფს მკითხველთ თეოლოგიასა და ქრისტიანულ კულტურაში მართლმადიდებლური სარწმუნოებისა და მაცხოვრის, იესო ქრისტეს, როგორც ხორცშესხმული ჭეშმარიტების, სახარების მიხედვით გატარებული ცხოვრების დამოწმებასთან დაკავშირებული ნაშრომებით.