სამეცნიერო კონფერენცია მარტვილის ეპარქიაში
- სექტემბერი 8, 2022
2022 წლის 1-2 სექტემბერს მარტვილი რაიონში წმინდა ამბროსი ხელაიას სახელობის საგანმანათლებლო ცენტრში (სოფ. ინჩხური) ჭყონდიდელი მიტროპოლიტის სტეფანეს ლოცვა-კურთხევით, წმინდა გიორგი ჭყონდიდელის სახელობის აკადემიის თაოსნობით საქართველოს მეცნიერებათა ეროვნულმა აკადემიამ, ჭყონდიდის ეპარქიამ და მარტვილის მუნიციპალიტეტის მერიამ ერთობლივად ჩაატარა სამეცნიერო კონფერენცია – „გლობალური ბიოლოგიურ-ეკოლოგიური კონცეფცია“, რომელიც მიეძღვნა აკადემიკოს გიორგი კვესიტაძის 80 წლის იუბილეს.
კონფერენციის მუშაობაში მონაწილეობა მიიღეს დედაქალაქისა და რაიონის აკადემიური წრეების წარმომადგენლებმა და ბიო-ეკოლოგიური პრობლემებით დაინტერესებულმა საზოგადოებამ. კონფერენციის მონაწილეებს მიესალმა ჭყონდიდელი მიტროპოლიტი სტეფანე (კალაიჯიშვილი), რომელმაც იუბილარს აკადემიკოს გიორგი კვესიტაძეს მიულოცა 80 წლის იუბილე და წმინდა გიორგის ხატი გადასცა.
კონფერენციას უძღვებოდა პროფესორი მალხაზ ბაძაღუა, წმინდა გიორგი ჭყონდიდელის სახელობის აკადემიის თანადამფუძნებელი-რექტორი.
მოხსენებით „გლობალური ბიოლოგიურ-ეკოლოგიური კონცეფცია“ წარსდგა იუბილარი, აკადემიკოსი გიორგი კვესიტაძე, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის პრეზიდენტი.
მოხსენებებით წარსდგნენ:
„ეროვნული აკადემიის მარადჭაბუკი პრეზიდენტი“ – აკადემიკოსი მინდია უგრეხელიძე – საქართველოს იუსტიციის მინისტრის მრჩეველი, ჟურნალ „იუსტიციის“ რედაქტორი;
„საგზაო სატრანსპორტო სისტემების ეკოლოგია“ – აკადემიკოსი თამაზ შილაკაძე – საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორი;
„წმინდანები მარტვილიდან – გიორგი ჭყონდიდელი და ამბროსი ხელაია“ –აკადემიკოსი ჯაბა სამუშია – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი, შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის გენერალური დირექტორი;
„ბრიომრავალფეროვნების შენარჩუნება ინოვაციური ტექნოლოგიების გამოყენებით“ – აკადემიკოსი რამაზ გახოკიძე – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი;
„ატმოსფეროს ზოგიერთი დამბინძურებლის გავლენა ნიადაგის მიკროორგანიზმებზე“ – პროფესორი ზურაბ ლომთათიძე – აფხაზეთის მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის პრეზიდენტი;
„ბიოეკოლოგიური უსაფრთხოების სოციალურ, რელიგიურ-ზნეობრივი თავისებურებები“ – პროფესორი მალხაზ ბაძაღუა – საქართველოს კრიმინოლოგიის მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტი.
მოხსენებების შემდეგ გაიმართა დისკუსია.
კონფერენციის მონაწილეებმა დაათვალიერეს დადიანების სასახლე სალხინოში, მარტვილის მხარეთმცოდნეობის მუზეუმი და მარტვილის მონასტერი. სტუმრებს მეგზურობას უწევდა ჭყონდიდელი მიტროპოლიტი სტეფანე და მარტვილის მუნიციპალიტეტის ვიცე-მერი გივი ელიავა.