ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი უკრაინის არქიტექტურის აკადემიასთან
- იანვარი 10, 2023
ა.წ. 9 იანვარს გაფორმდა ურთიერთანამშრომლობის მემორანდუმი საქართველოს მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიასა და უკრაინის არქიტექტურის აკადემიას შორის. მემორანდუმს ხელი მოაწერეს შესაბამისი აკადემიის პრეზიდენტებმა – აკად. გ.კვესიტაძემ და აკად. ოლეგ სლეპცოვმა. აღნიშნული მემორანდუმი ითვალისწინებს სამუშაო შეხვედრების და სემინარების ჩატარებას; საერთო ინტერესების მქონე საკითხებზე ინფორმაციის გაცვლას; ერთობლივი საექსპერტო ჯგუფების ჩამოყალიბებას თანამშრომლობასთან დაკავშირებული საკითხების დამუშავების მიზნით; საჭიროების შემთხვევაში, ერთობლივი სამუშაო ჯგუფების შექმნას ქალაქგეგმარებითი და არქიტექტურის სფეროში მარეგულირებელი სამართლებრივი აქტების პროექტების შემუშავების მიზნით.