აკადემიური კვლევების მეგობრები საქართველოში (FaRiG)
- იანვარი 15, 2023
FaRiG ინგლისური საქველმოქმედო ორგანიზაციაა, რომელიც დაარსდა 2000 წელს ჯონ ვიკინსონის მიერ და გასცემს გრანტებს ქართველი მეცნიერებისათვის დისერტაციის შემდგომი კვლევებისათვის ჰუმანიტარულ მეცნიერებებში და ხელს უწყობს შედეგების საქართველოს ფარგლებს გარეთ გამოქვეყნებაში. FaRiG წარმოგიდგენთ კვლევით გრანტებსა და ესსეების პრიზებს.
FaRiG ჯონ ვიკინსონის კვლევითი გრანტი 2023
გრანტის ბიუჯეტი შეადგენს 1500 ინგლისურ ფუნტს და კანდიდატურის წარდგენა შეუძლიათ საქართველოში მცხოვრებ ქართველ მკვლევარებს. კვლევა ფოკუსირებული უნდა იყოს საქართვლოს კულტურასა და მემკვიდრეობაზე, რომელიც საჭიროებს უფრო ფართე აუდიტორიის ყურადღების მიქცევას (საქართველოს ფარგლებს გარეთ).
FaRiG-ის სიმონ ზაზაძის გრანტი 2023
გრანტის ბიუჯეტი შეადგენს 1500-მდე ინგლისურ ფუნტს და კანდიდატურის წარდგენა შეუძლიათ საქართველოში მცხოვრებ ქართველ მკვლევარებს. კვლევა ფოკუსირებული უნდა იყოს ქართულ-ანატოლიურ კვლევებზე, შავი ზღვის სამხრეთ-აღმოსავლეთ რეგიონის მდიდარი კულტურისა და ისტორიული მემკვიდრეობის გათვალისწინებით.
FaRiG-ის პოლონსკის პრიზი 2023
პრიზის ბიუჯეტი შეადგენს 1000-მდე ინგლისურ ფუნტს და კანდიდატურის წარდგენა შეუძლიათ საქართველოში მცხოვრებ ქართველ მკვლევარებს. კვლევა ფოკუსირებული უნდა იყოს საქართველოსა და კავკასიაში არსებული ებრაული თემების ისტორიასა და კულტურაზე.
FaRiG-ის გრიბოედოვის კვლევითი გრანტი 2023
1000 ინგლისურ ფუნტამდე გრანტი ისტორიული კვლევებისთვის. კანდიდატურის წარდგენა შეუძლიათ საქართველოში ან რუსეთში მცხოვრებ ქართველ მკვლევარებს. კვლევა ფოკუსირებული უნდა იყოს საუკუნეების განმავლობაში საქართველოსა და რუსეთის ურთიერთობის ასპექტებზე. ეს შეიძლება მოიცავდეს საველე, საარქივო, სამუზეუმო და საბიბლიოთეკო სამუშაოებს საქართველოში, რუსეთსა და სხვა ქვეყნებში.
FaRiG-ის ადამსის ესსეს პრიზი 2023
ქეროლაინ ადამსის სახელობის პრიზის ბიუჯეტი შეადგენს 500-მდე ინგლისურ ფუნტს და განკუთვნილია ქართველი მკვლევარებისათვის. ესსე (მაქსიმალური ოდენობა 5000 სიტყვა ინგლისურად) უნდა ეხებოდეს ჰუმანიტარული სფეროდან ნებისმიერ თემას და უნდა ასახავდეს არაქართულ აკადემიურ კვლევით სივრცესთან ახლო ურთიერთობას.
კანდიდატურის წარდგენის ბოლო ვადაა: 28.02.23
დამატებითი ინფორმაციისათვის იხილეთ ვებ-გვერდი www.farig.org