განცხადება

განცხადება

  • იანვარი 30, 2023

 

საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემია აცხადებს ვაკანსიებს საქართვე­ლოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის ნამდვილი წევრების (აკადემიკოსების) ასარ­ჩევად შემდეგ სპეციალობებში:

საზოგადოებრივ მეცნიერებათა განყოფილება

სპეციალობა

ვაკანსია

საქართველოს ისტორია, არქეოლოგია, ეთნოლოგია, ხელოვნების ისტორია

1

 

ფსიქოლოგია

1

საინჟინრო მეცნიერებათა და ინფორმაციული

ტექნოლოგიების განყოფილება

სპეციალობა

ვაკანსია

ჰიდროტექნიკური ნაგებობები

1

ინფორმაციის დამუშავება და სტატისტიკური ანალიზი

1

მათემატიკისა და ფიზიკის განყოფილება

სპეციალობა

ვაკანსია

ფიზიკა

1

მათემატიკა

1

საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის ნამდვილ წევრად (აკადემი­კოსად) შეიძ­ლება აირჩეს საქართველოს მოქალაქე, საქართველოში მოღვაწე მაღალი სამეცნიერო ავტორიტეტის მქონე მეცნიერი, რომელსაც საერთაშორისო დონის წვლილი აქვს შეტანილი მეცნიერების განვი­თარებაში.

საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის ნამდვილი წევრობის (აკადემი­კოსობის) კანდიდატთა წამოყენების უფლება აქვთ საქართველოს მეცნიერებათა ეროვ­ნული აკადემიის ნამდვილ წევრებს, სამეცნიერო დაწე­სებულებებს, სახელმწიფო და  კერძო ავტორიზებულ უმაღლეს სასწავლებლებს.

საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის აკადემიკოსობის კანდიდატთა მიერ წარმოდგენილ უნდა იქნეს შემდეგი საბუთები (ორ ეგზემპლარად):

  • აკადემიის ნამდვილი წევრის (წევრების) წარდგინება (დედანი), დამოწმებული წარმდგე­ნის ხელმოწერითა და სველი ბეჭდით, ან სამეცნიერო დაწესებულებე­ბის, სახელმწიფო უმაღლესი სასწავლებლების, კერძო ავტორი­ზებული უმაღლე­სი სასწავლებლების წარდგინება (დედანი, დაბეჭდილი ტიტულოვან ბლანკზე) სათანადო დასაბუთებით, დამოწმებული წარმდგენის ხელმოწერითა და დაწესე­ბულების სველი ბეჭდით;
  • ფერადი ფოტო 4/6;
  • სამეცნიერო ხარისხის დამა­დასტურებელი დიპლომის ასლი (დამოწმებული ნოტა­რი­ულად);
  • მონაცე­მები შრომითი და სამეცნიერო საქმიანობის შესახებ (CV);
  • ძირითადი სამეცნიერო შრომების ჩამონათვალი (უცხოეთში გამო­ქვეყნებული სამეცნიერო ნაშრომები აღინიშნება ვარსკვლავით);
  • კანდი­დატის სამეცნიერო მოღვაწეობის შეფასება დარგის სპეცია­ლისტის მიერ;
  • კანდიდატის პირადობის მოწმობის ან პასპორტის ასლი;
  • საბუთები წარმოდგენილ უნდა იქნეს ქართულ ენაზე (საჭიროების შემთხვევაში ნოტარიულად დამოწმებული თარგმანი) პირადად აკადემიკოსობის კანდიდა­ტის მიერ.

საბუთები კანდიდატთა რეგისტრაციისათვის მიიღება საქართველოს მეცნიერე­ბათა ეროვ­ნულ აკადე­მიაში 2023 წლის 30 იანვრიდან 1 მარტის ჩათვლით შემდეგ მისამართზე: რუსთაველის გამზ., 52, საქართველოს მეცნი­ერებათა ეროვნული აკადემია (ადამიანური რესურსების  მართვისა  და სპეციალურ დავალებათა დეპარტამენტი, IV სართული, ოთახი 409, ტელ. 2 93-29-86;  577 40-61-51). საბუთები მიიღება ყოველ სამუშაო დღეს 11-დან 17 საათამდე.

აღნიშნული განცხადება და კანდიდატის მონაცემები (CV) განთავსდება საქართვე­ლოს მეცნი­ერებათა ეროვნული აკადემიის ვებგვერდზე (www. science.org.ge), რისთვისაც წარმოდგენილ უნდა იქნეს CD დისკზე ჩაწერილი კანდიდატის CV და ფოტოსურათი.

შენიშვნა: დამატებითი ინფორმაციის მიღება შესაძლებელია აკადემიის ადამიანური რესურსების მართვისა და სპეციალურ დავალებათა დეპარტამენტში.

 

საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემია