განცხადება
- თებერვალი 22, 2023
საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემია იძულებულია გამოეხმაუროს ერთ-ერთი ჩვენთვის უცნობი პოლიტიკური ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ დეზინფორმაციას, თითქოს მეცნიერებათა აკადემია თანამშრომლობას გეგმავს მათთან. განვმარტავთ, რომ საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემია, როგორც სამეცნიერო სტრუქტურა, კატეგორიულად გამორიცხავს რაიმე ფორმით თანამშრომლობას თუ მონაწილეობას გარე პოლიტიკური საკითხების განხილვაში.