ანონსი – საქართველოს ეკონომისტთა V ეროვნული სამეცნიერო კონფერენცია

ანონსი – საქართველოს ეკონომისტთა V ეროვნული სამეცნიერო კონფერენცია

  • თებერვალი 23, 2023

2023 წლის 8 სექტემბერს, გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტში (ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-13 კმ) ტარდება საქართველოს ეკონომისტთა V ეროვნული სამეცნიერო კონფერენცია „საქართველოს ეკონომიკის პოზიციონირება კონფრონტაციული გლობალიზაციის პირობებში“.

ორგანიზატორები:

  • საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის ეკონომიკურ მეცნიერებათა კომისია;
  • გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის ბიზნესის და მართვის სკოლა;
  • ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტი;
  • თსუ პაატა გუგუშვილის სახელობის ეკონომიკის ინსტიტუტი.

დამატებითი ინფორმაცია კონფერენციის შესახებ გთხოვ, იხილოთ ბმულზე.