დილემა კაცობრიობის წინაშე
- აპრილი 3, 2023
2023 წლის 31 მარტს საქართველოს მეცნიერებათა აკადემიაში საქართველოს რესპუბლიკის პირველი კანონიერი პრეზიდენტის ზვიად გამსახურდიას დაბადების დღისადმი მიძღვნილი კონფერენცია ჩატარდა.
წლეულს ზვიად გამსახურდია 84 წლისა შესრულდებოდა. საქართველოს ისტორიაში და ქართულ ეროვნულ მოძრაობაში მისი დიდი ღვაწლის შესახებ აუდიტორიის წინაშე მოხსენება წაიკითხა ზვიად გამსახურდიას მეგობარმა და თანამებრძოლმა, ეროვნული მოძრაობის ვეტერანმა, მწერალმა ჯემალ დავლიანიძემ.
კონფერენციაზე აღინიშნა იმ საჭირბოროტო საკითხების შესახებ, რომლებიც დღესაც ისევე აქტუალურად დგას საქართველოს წინაშე, როგორც გამსახურდიას პრეზიდენტობისას. კრიზისზე, რომელიც ნაციონალურ ქვეყნებს უდგას დღეს მსოფლიოში, ზვიად გამსახურდია 32 წლის წინ საუბრობდა.
„სწორედ ეროვნული თვითშეგნება აქცევს ადამიანს ჭეშმარიტ ადამიანად. ეროვნება არ აქვს ცხოველს! სარწმუნოება და ეროვნება ის ძირითადი თვისებებია, რომლებიც ადამიანს სხვა სულიერისგან განასხვავებენ და მისთვის ამ განსხვავების წართმევა უმძიმესი დანაშაულია ადამიანის წინაშე. ეს გახლავთ დასაწყისი მისი,
როგორც პიროვნების დეგრადაციისა, დენაციონალიზაციისა, წინაპართა და წარსულის უარყოფაა, სრული მოკვეთაა ეროვნული ფესვებისგან! კაცი ადამიანურ არსს მხოლოდ თავისი ეროვნული კულტურის წიაღში ინარჩუნებს. ამიტომ, ადამიანის კულტურა განუყრელად არის დაკავშირებული მის ეროვნებასთან და მხოლოდ ეროვნული კულტურით ეზიარება მსოფლიო ცივილიზაციას!“ _ ბრძანებდა ზვიად გამსახურდია 1992 წლის 14
ნოემბერს ერთ-ერთი გაზეთისთვის მიცემულ ინტერვიუში.
იმ პერიოდის ევროამერიკული პოლიტიკისთვის ზვიად გამსახურდია „დინების წინააღმდეგ მცურავ“ პოლიტიკოსად მიიჩნეოდა, რადგან, როგორც კონფერენციის მთავარმა მომხსენებლმა ჯემალ დავლიანიძემ აღნიშნა, მსოფლიო მაშინ და ნაწილობრივ დღესაც ე.წ. სიონის ბრძენთა უძველესი დირექტივებით ხელმძღვანელობს, რომელიც ეროვნული სახელმწიფოების თვითშეგნების უგულებელყოფას გულისხმობს.
კონფერენციაზე საუბარი იყო დღემდე დაუდასტურებელ ფაქტებზე პრეზიდენტის ტრაგიკულ გარდაცვალებასთან დაკავშირებით და აღინიშნა, რომ დამოუკიდებელი საქართველოს პირველი პრეზიდენტის ზვიად გამსახურდიას როლი უდიდესია იმ რეალობაში, რომელშიც დღეს დამოუკიდებელი საქართველო
იმყოფება მსოფლიოში მისი პოლიტიკური სტატუსის, ცნობადობისა და მნიშვნელობის თვალსაზრისით.