ეროვნულ პრობლემათა შემსწავლელი კომისიის სხდომა
- მაისი 25, 2023
მიმდინარე წლის 16 მაისს საქართველოს მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიაში ჩატარდა ეროვნულ პრობლემათა შემსწავლელი კომისიის სხდომა თემაზე „საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია II-ის ეპისტოლეთა ფილოსოფიური ასპექტები“; მომხსენებელი გახლდათ ფილოსოფიურ მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი თეიმურაზ ფაჩულია. სხდომა შესავალი სიტყვით გახსნა აკადემიკოსმა ელიზბარ ჯაველიძემ.
როგორც მომხსენებელმა აღნიშნა, საქართველოს პატრიარქ ილია II-ის ეპისტოლეები გამოირჩევიან ფილოსოფიური სიღრმითა და პრობლემათა ხედვის მასშტაბურობით და უნიკალურ მოვლენას წარმოადგენენ საქართველოს სამოციქულო ეკლესიის ისტორიაში.
მათში განხილულია თეოლოგიის, ონტოლოგიის, მეტაფიზიკის, აქსიოლოგიის, კულტუროლოგიის, ანთროპოლოგიისა და ეთიკის აქტუალური საკითხები, რომლებიც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია თანამედროვე ეპოქაში.
ყველაზე საყურადღებო ისაა, რომ პატრიარქი არა მარტო გამოწვლილვით განიხილავს მათ, არამედ იძლევა მათი გადაჭრისა და დარეგულირების უაღრესად საინტერესო გზას, რომელიც სახელმძღვანელოდ გამოადგებათ როგორც მის სულიერ შვილებს, ასევე სხვა კონფესიათა წარმომადგენლებს.
სხდომის დასასრულს გაიმართა დისკუსია.