IV საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია

IV საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია

  • ივნისი 3, 2023

2023 წლის 23 მაისს საქართველოს მეცნიერებათა ეროვნულმა აკადემიამ, საქართველოს კრიმინოლოგიის მეცნიერებათა აკადემიამ, გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის სამართლისა და კრიმინოლოგიის სამეცნიერო-კვლევითმა ინსტიტუტმა, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტმა გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტში ჩაატარა მეოთხე საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია: „დანაშაულობის პრევენციის აქტუალური საკითხები“.

კონფერენცია გახსნა და მონაწილეებს მიესალმა: პროფესორი მალხაზ ბაძაღუა – საქართელოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის პრეზიდენტის მრჩეველი, საქართველოს კრიმინოლოგიის მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტი, გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის სამართლისა და კრიმინოლოგიის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის დირექტორი.

კონფერენციის მონაწილეებს მიმართა:
პროფესორმა მამუკა თავხელიძემ – გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის რექტორი, საქართველოს კრიმინოლოგიის მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი, რომელმაც საქართველოს მეცნიერების, განსაკუთრებით კრიმინოლოგიის განვითარებაში შეტანილი მნიშვნელოვანი წვლილისათვის საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის პრეზიდენტი, საქართველოს კრიმინოლოგიის მეცნიერებათა აკადემიის საპატიო აკადემიკოსი, გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის საპატიო პროფესორი, აკადემიკოსი გიორგი კვესიტაძე და ამერიკის კრიმინოლოგიის საზოგადოების აღმასრულებელი დირექტორი, საქართველოს კრიმინოლოგიის მეცნიერებათა აკადემიის საპატიო აკადემიკოსი, გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის საპატიო პროფესორი, ნებრასკას უნივერსიტეტის პროფესორი კრისს ესკრიჯი (აშშ) დააჯილდოვა უნივერსიტეტის უმაღლესი ორდენით „მეცნიერებისა და განათლების ამაგდარი“.

აკადემიკოსმა გიორგი კვესიტაძემ და პროფესორმა კრის ესკრიჯმა მადლობა გადაუხადეს უნივერსიტეტს და დამსწრე საზოგადოებას მათი მოღვაწეობის მაღალი შეფასებისათვის.

კონფერენციის მონაწილეებს მიესალმნენ:
პროფესორი ჯემალ გახოკიძე – საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის წარმომადგენლობითი საბჭოს (სენატი) სპიკერი, საქართველოს კრიმინოლოგიის მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი;
პროფესორი რომან შენგელია – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ემერეტუსი, საქართველოს კრიმინოლოგიის მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი;
აკადემიკოსი რამაზ გახოკიძე – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი;
აკადემიკოსი თამაზ შილაკაძე – საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორი.

კონფერენციაზე დანაშაულობის პრევენციის საკითხებზე მოხსენებები წარმოადგინეს ათი უნივერსიტეტის, ოცდათორმეტმა სხვადახვა დარგისა და თაობის მეცნიერმა, მათ შორის საქართელოს იუსტიციის სამინისტროს, სსიპ „დანაშაულობის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს“ წარმომადგენელმა.

კონფერენციის მუშაობა შეაჯამა საქართველოს კრიმინოლოგიის მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტმა, პროფესორმა მალხაზ ბაძაღუამ, რომელმაც კონფერენციის მონაწილეებს გადასცა სერთიფიკატები და აცნობა, რომ კონფერენციის მოხსენებები, რეკომენდაციები და დასკვნები გამოქვეყნდება საერთაშორისო სამეცნიერო ჟურნალ „კრიმინოლოგის“ მომდევნო ნომერში.