განცხადება
- ივლისი 4, 2023
2023 წლის 4 ივლისს საქართველოს მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიაში ჩატარდა აკადემიის საერთო კრება, რომელზეც განხილული იყო რიგი საორგანიზაციო და ამავდროულად, აკადემიის ვიცე-პრეზიდენტის არჩევნების საკითხი. საერთო კრებაზე ხმათა უმრავლესობით აკადემიის ვიცე-პრეზიდენტად არჩეულ იქნა გამოჩენილი მეცნიერი, ტექნიკური დარგებისა და საინჟინრო მეცნიერებების სფეროს ორგანიზატორი, საქართველოს სახელმწიფო პრემიის ლაურეატი მეცნიერებისა და ტექნიკის დარგში, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის აკადემიკოსი რამაზ ხუროძე.