განცხადება
- ივლისი 18, 2023
2023 წლის 18 ივლისს საქართველოს მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიაში ჩატარდა აკადემიის საერთო კრება, რომელზეც განხილული იყო რიგი საორგანიზაციო და ამავდროულად, აკადემიის აკადემიკოს-მდივნის არჩევნების საკითხი. საერთო კრებაზე ხმათა უმრავლესობით აკადემიის აკადემიკოს-მდივნად არჩეულ იქნა გამოჩენილი მეცნიერი, ეკონომისტი, საქართველოს სახელმწიფო პრემიის ლაურეატი, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის აკადემიკოსი ვლადიმერ პაპავა.
გარდა ამისა, საერთო კრებამ აკადემიის პრეზიდიუმის წევრებად აირჩია აკადემიკოსები: აკადემიის გენერალური მრჩეველი გიორგი კვესიტაძე, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი დავით გურგენიძე და თსუ-ს რექტორი ჯაბა სამუშია. საერთო კრებამ კანდიდატებს მხარი აბსოლუტური უმრავლესობით დაუჭირა.
ხოლო საზოგადოებრივ მეცნიერებათა განყოფილების აკადემიკოს-მდივნად, ხმათა უმრავლესობით, არჩეულ იქნა აკადემიკოსი ლიანა მელიქიშვილი.