აკადემიკოს სოლომონ პავლიაშვილს მესტიის საპატიო მოქალაქის წოდება მიენიჭა

აკადემიკოს სოლომონ პავლიაშვილს მესტიის საპატიო მოქალაქის წოდება მიენიჭა

  • ივლისი 31, 2023

მიმდინარე წლის 29 ივლისს, ქ. მესტიაში გაიმართა სვანეთობის ტრადიციული დღესასწაული, რომლიც ფარგლებშიც საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის აკადემიკოსს, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილეს, აკადემიკოს სოლომონ პავლიაშვილს მიენიჭა ქ. მესტიის საპატიო მოქალაქის წოდება. მას ეს ჯილდო მიანიჭეს პანდემიის პერიოდში მესტიის მუნიციპალიტეტის მოსახლეობის მიმართ მის მიერ გამოჩენილი განსაკუთრებული ყურადღებისთვის, რაც გამოიხატებოდა მისი მხრიდან მოსახლეობისთვის აუცილებელი სასურსათო და სამედიცინო პრობლემების მოგვარებაში.

საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემია ულოცავს ბატონ სოლომონს ამ ღირსეულ წოდებას.