თაფლის ფესტივალი
- აგვისტო 21, 2023
საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის აკადემიკოსი, სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე სოლომონ პავლიაშვილი დაესწრო თაფლის ფესტივალს, რომელიც გაიმართა 19-20 აგვისტოს ბათუმში.
ფესტივალი აჭარის მეფუტკრეობის ბიზნეს ასოციაციის ორგანიზებით გაიმართა და მიზნად ისახავდა მეფუტკრე ფერმერების ხელშეწყობას და ქართული თაფლის პოპულარიზაციას.
როგორც აკადემიკოსმა სოლომონ პავლიაშვილმა განაცხადა, 2022 წელს საქართველოდან ექსპორტირებულია 1 მლნ დოლარის ღირებულების თაფლი ევროპისა და აზიის ქვეყნებში, მათ შორის, ნორვეგიაში, საფრანგეთში, ბულგარეთში, იაპონიაში და სხვ. ეს ნიშნავს იმას, რომ თაფლის წარმოება არის მეტად საინტერესო მიმართულება და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ახორციელებს სხვადასხვა პროგრამებს თაფლის ხარისხის გაუმჯობესებისა და მისი პოპულარიზაციის გაზრდის მიზნით.