აკადემიკოსი სოლომონ პავლიაშვილი მსოფლიო ბანკის წარმომადგენლებს შეხვდა
- სექტემბერი 11, 2023
საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის აკადემიკოსი, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე სოლომონ პავლიაშვილი მსოფლიო ბანკის გუნდის წარმომადგენლებს შეხვდა.
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, შეხვედრაზე მხარეებმა გარემოსდაცვითი და კლიმატის საკითხები, საქართველოში ამ მიმართულებით არსებული გამოწვევები და სამომავლო თანამშრომლობის გზები განიხილეს.
სოლომონ პავლიაშვილმა მსოფლიო ბანკის გუნდს წლების განმავლობაში გაწეული მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა და განაცხადა, რომ მსოფლიოს ბანკთან თანამშრომლობის შედეგად საქართველოში არაერთი პროექტი განხორციელდა, რაც მწვანე გარდაქმნისა და მდგრადი განვითარების მიზნების მისაღწევად ქვეყნისთვის ძალიან მნიშვნელოვანია.