პროფესორ ესტატე ხმალაძის საჯარო მოხსენება

პროფესორ ესტატე ხმალაძის საჯარო მოხსენება

  • ოქტომბერი 19, 2023

საქართველოს  მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის სხდომათა დარბაზში შედგა აკადემიის უცხოელი წევრის, ველინგტონის (ახალი ზელანდია) უნივერსიტეტის პროფესორის ესტატე ხმალაძის საჯარო მოხსენება თემაზე – „რას აკეთებს ალბათობის თეორია და მათემატიკური სტატისტიკა“.

ბატონი ესტატე გახლავთ მსოფლიოში სახელგანთქმული სპეციალისტი ალბათობის თეორიისა და მათემატიკური სტატისტიკის დარგში. მან თავის მოხსენებაში  ისაუბრა მათემატიკის ამ მიმართულების როგორც ფუნდამენტურ, ასევე გამოყენებით ასპექტებზე. ხატოვანი ენით წაკითხული მოხსენება უხვად შეიცავდა კონკრეტულ მაგალითებს მეცნიერების სხვადასხვა დარგებიდან, დაწყებული ენათმეცნიერებითა და ისტორიით და დასრულებული საბუნებისმეტყველო დარგებით, სადაც დახვეწილი მათემატიკური მეთოდების გამოყენება ახალი და საინტერესო კანონზომიერების დადგენის შესაძლებლობებს იძლევა.

სემინარი ორგანიზებული იყო აკადემიის  მათემატიკისა და ფიზიკის განყოფილების მიერ.