შეხვედრა ჩინელ მეცნიერებთან
- ოქტომბერი 19, 2023
საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის პრეზიდენტმა, აკადემიკოსმა როინ მეტრეველმა მიიღო ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის წარმომადგენლები:
ციან უეიმინგი – საინფორმაციო და განათლების ინვესტირების კომპანიების: Zhuji Chengjin Information Consulting Co.,Ltd, Zhuhai Zhongsuqidi Education Investment Co.,Ltd, Zhuhai Zhongsuqidi Education Investment Co.,Ltd თავმჯდომარე.
ჩენ ძიანინგი – პეკინის საერთაშორისო ტექნოლოგიური განვითარების კომპანიის Qianfu International თავმჯდომარე, Zhuji Shengzhuo საინფორმაციო-საკონსულტაციო კომპანიის თავმჯდომარე, Zhuji Chengjin Information Consulting Co.,Ltd – საინფორმაციო-საკონსულტაციო კომპანიის დირექტორი.
ჩენ იუპინი – საინფორმციო-საკონსულტაციო კომპანიის – Zhuji Chengjin Information Consulting Co.,Ltd გენერალური მენეჯერი.
შეხვედრაზე განიხილეს ჩინეთის წარმომადგენლების ინტერესი საქართველოს მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიასთან თანამშრომლობის შესახებ მეცნიერებისა და ტექნოლოგიების დარგში ინფორმაციის გაცვლის, ჩინეთის სამეცნიერო-ტექნოლოგიურ ცენტრებთან კავშირების დამყარების მიმართულებით.
აკადემიკოსმა გიორგი კვესიტაძემ წარმოადგინა სტუმრები, ისაუბრა მათთან თანამშრომლობის შესახებ, მათ შორის მიმდინარე წლის მაისში 2023 წლის ჟონგუანკუნის ფორუმის ფარგლებში „ღია თანამშრომლობა საერთო მომავლისათვის“. აღინიშნა წარმატებული თანამშრომლობა შანდუნის ტექნოლოგიურ უნივერსიტეტთან, იანტაის მაღალი ტექნოლოგიების ცენტრთან, სადაც დაარსებულ იქნა ერთობლივი ბიოტექნოლოგიური ცენტრი და ქართველი მეცნიერების მონაწილეობით განხორციელდა რამოდენიმე მნიშვნელოვანი პროექტი.
აკადემიის პრეზიდენტმა, აკადემიკოსმა როინ მეტრეველმა აღნიშნა ჩინეთის სახალხო რესპუბლიკასთან მეგობრულ დამოკიდებულებასა და მეცნიერებისა და ტექნოლოგიების დარგში თანამშრომლობის მნიშვნელობაზე. გამოთქვა რწმენა ორივე მხარისათვის სასარგებლო თანამშრომლობაზე.
აკადემიკოსმა თამაზ შილაკაძემ, გამოთქვა მზადყოფნა ტრანსპორტისა და კომუნიკაციების დარგში თანამშრომლობის შესახებ. ამ მიმართულებით ჩინეთის მხარის ინტერესი დიდია – ჩინერ ენაზე ითარგმნა მისი წიგნი.
აკადემიკოსმა თინათინ სადუნიშვილმა ისაუბრა ჩინეთის შანდუნის პროვინციის მეცნიერებათა აკადემიის ბიოლოგიის ინსტიტუტთან წარმატებული თანამშრომლობის შესახებ და გამოთქვა რწმენა თანამშრომლობის გაფართოებაზე მეცნიერების სხვა დარგების მიმართულებით.
ტექნიკურ მეცნიერებათა დოქტორმა, ნოდარ გრძელიშვილმა აღნიშნა ჩინეთთან თანამშრომლობის მნიშვნელობაზე ტექნოლოგიებისა და ინოვაციების მიმართულებით.
ციან უეიმინგს გადაეცა მინდობილობა, რომლითავ ის უფლებამოსილია წარმოადგინოს საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემია ჩინეთში არსებული სამეცნიერო კავშირების განვითარებისა და ორმხრივ სასარგებლო ახალი კონტაქტების დამყარების საკითხებში.