სამეცნიერო სემინარი თემაზე: ხელოვნური ინტელექტის თანამედროვე მიმართულებები კომპლექსური მოვლენებისა და პროცესების კვლევებში
- ოქტომბერი 24, 2023
ხელოვნური ინტელექტი ბოლო ხანს ძალიან პოპულარული დარგი გახდა მსოფლიოში, იგი ეკონომიკაშიც ფართოდ არის გამოყენებული და განათლების სფეროშიც. სწორედ ამ სიახლეს მიეძღვნა მეცნიერებათა აკადემიაში ჩატარებული სემინარი, რომელზეც მოხსენებებით გამოვიდნენ – პოლონეთის მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი, სისტემების კვლევის ინსტიტუტის პროფესორი იანუშ კაქპრჟიკი და თსუ პროფესორი, კომპიუტერული მეცნიერებების დეპარტამენტის პროფესორი გია სირბილაძე.
ხელოვნური ინტელექტი – კომპიუტერული მეცნიერების დარგია, რომელიც მიზნად ისახავს ინტელექტუალურ-კომპიუტერული პროგრამის შექმნას და უნარი ექნება მიაღწიოს ადამიანის ინტელექტის გაგებას. ინტელექტუალობის დონის განსაზღვრება მეტწილად დამოკიდებულია იმაზე, თუ რა ამოცანის გადაჭრა დაისახება მიზნად.
ბოლო წლებში ხელოვნურმა ინტელექტმა სწრაფად აითვისა ადამიანის საქმიანობის თითქმის ყველა ასპექტი ინდივიდების, სოციალური ჯგუფების, კომპანიების და თუნდაც ერების და ქვეყნების დონეზე. ზოგადად ითვლება, რომ მას შეუძლია რევოლუციის მოხდენა ადამიანების დასაქმების, ბიზნესის, პოლიტიკის და სხვა სფეროებში.
ბოლო წლების ხელოვნური ინეტელექტის ყველაზე დიდი მიღწევებია: AlphaGo (თამაში),Watson (კითხვებზე პასუხი), სოფია (ჰუმანოიდური რობოტიკა), Tesla Autopilot (ავტონომიური მანქანის ჩართვა), Siri, Alexa (ასისტენტები) და ა. შ.