სამეცნიერო კონფერენცია ,,ბუნებრივი კატასტროფების პროგნოზირება და რისკების შემცირების ინოვაციური ღონისძიებები“
- ოქტომბერი 26, 2023
მიმდინარე წლის 20-22 ოქტომბერს საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის ბუნებრივი კატასტროფების სამეცნიერო პრობლემების შემსწავლელი კომისიის თავმჯდომარის, აკადემიკოს გივი გავარდაშვილის ხელმძღვანელობით, გაეროს ეკონომიკური და სოციალური საბჭოს (ECOSOC) საკონსულტაციო სტატუსის ორგანიზაციამ ა(ა)იპ გარემოს დაცვის ეკოცენტრმა გაერთიანებული ერების განათლების, მეცნიერებისა და კულტურის ორგანიზაციის (UNESCO) 2022 – 2023 წ.წ. “მონაწილეობის პროგრამის” ფინანსური მხარდაჭერით დუშეთის მუნიციპალიტეტის მერიის საკონფერენციო დარბაზში ჩაატარა საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციის ,,ბუნებრივი კატასტროფების პროგნოზირება და რისკების შემცირების ინოვაციური ღონისძიებები“ პირველი ეტაპის რიგით მესამე
ღონისძიება თემაზე – ,,ღვარცოფსარეგულაციო ელასტიკური ბარაჟი“.
გარემოს დაცვის ეკოცენტრის თანამშრომლებთან ერთად საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციის მუშაობაში მონაწილეობდნენ: საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის (სტუ), სტუ-ს ც. მირცხულავას სახელობის წყალთა მეურნეობის ინსტიტუტის, დუშეთის მუნიციპალიტეტის მერიისა და მასში შემავალი განათლების რესურსცენტრის თანამშრომლები. დუშეთის მუნიციპალიტეტში შემავალი სოფლების გამგებლები და ადგილობრივი მოსახლეობის წარმომადგენლები, სულ 50-მდე მონაწილე.
სამეცნიერო კონფერენციის მუშაობაში მოწვეული იყო პოლონეთიდან ჩესტოჰოვას ტექნოლოგიური უნივერსიტეტისა და ნისას გამოყენებითი მეცნიერების უნივერსიტეტის პროფესორი ადამ უიმა. კონფერენციის მსვლელობის პერიოდში განხორციელდა პროფესიული ექსკურსიები.