ჩინეთის დელეგაციის ვიზიტი აკადემიაში
- ოქტომბერი 29, 2023
მიმდინარე წლის 27 ოქტომბერს საქართველოს მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიას სტუმრობდა ჩინეთის, კერძოდ, ქ. გუანჯოუს მეცნიერებისა და ტექნოლოგიების დეპარტამენტის დელეგაცია ქ. გუანჯოუს მერის ხელმძღვანელობით. დელეგაციის ინტერესების სფეროს წარმოადგენდა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტთან და აკადემიის ფიზიოლოგიისა და მედიცინის განყოფილებასთან ურთიერთობის დამყარება. შეხვედრაზე ერთ-ერთი საკითხი შეეხებოდა სხვადასხვა დაავადებების სამედიცინო ტესტების წარმოების სფეროს, განხილულ იქნა შესაძლო თანამშრომლობის საკითხები, და განხორციელების (რეალიზაციის) გეგმა. სტუმრებმა სხვადასსხვა სფეროში მოღვაწე ქართველი მეცნიერების გაცნობის სურვილი გამოთქვეს, რათა მომავალში განახორციელონ ერთობლივი პროექტები. აკადემიის აკადემიკოს მდივანმა აკად. ვლადიმერ პაპავამ მათ ამომწურავად მიაწოდა ინფორმაცია აკადემიის შესახებ და აღუთქვა დახმარება სამომავლო ურთიერთთანამშრომლობაში.