დავით აღმაშენებლის სამეცნიერო კლუბის გახსნა
- ოქტომბერი 31, 2023
მიმდინარე წლის 29 ოქტომბერს საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიისა და საპატრიარქოს ინიციატივით შედგა „დავით აღმაშენებლის სამეცნიერო კლუბის“ გახსნა, რომელიც მოწოდებული
იქნება ქართველ მეცნიერთა, კერძოდ ქართველოლოგიის სპეციალისტთა დახმარებისა და თანადგომისათვის. კლუბი გამოიყენება სამეცნიერო კონფერენციების, შეხვედრებისათვის, სხვადასხვა სახის ურთიერთობების
დასამყარებლად. ღონისძიებას მასპინძლობდა საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის უცხოელი წევრი, საქართველოს საპატიო მოქალაქე, პროფესორი ელდარ ისმაილოვი. შეხვედრაზე განიხილეს ქართველოლოგიის კვლევის სხვადასხვა საკითხი, კერძოდ დავით აღმაშენებლის ქანდაკების ივანე ჯავახიშვილის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში დადგმის საჭიროება.
ღონისძიებაში ღებულობდნენ მონაწილეობას აკადემიის პრეზიდენტი, აკადემიკოსი როინ მეტრეველი, აკადემიის ვიცე-პრეზიდენტი, აკადემიკოსი რამაზ ხუროძე, აკადემიის აკადემიკოს-მდივანი, აკადემიკოსი ვლადიმერ პაპავა, აკადემიკოსები ელიზბარ ჯაველიძე, ლიანა მელიქიშვილი, სოლომონ პავლიაშვილი, დავით გურგენიძე, ვალერი ასათიანი, მინდია უგრეხელიძე, მიხეილ ჯიბუტი, ავთანდილ არაბული, თბილისის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის რექტორი, პროტოპრესვიტერი გიორგი ზვიადაძე, დეკანოზი მიქაელ
წურწუმია, საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი, დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე.