სტუდენტური კონფერენცია „შავი ზღვა და ბიომრავალფეროვნება“
- ნოემბერი 2, 2023
საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის აკადემიკოსმა სოლომონ პავლიაშვილმა შავი ზღვის დაცვის საერთაშორისო დღის ფარგლებში, სტუდენტური კონფერენცია „შავი ზღვა და ბიომრავალფეროვნება” გამარჯვებულები დააჯილდოვა.
კონფერენციის გამარჯვებული კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის სტუდენტი რევაზ ბერულავაა; მეორე ადგილი სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტმა კესანე არშბამ დაიკავა, მესამე ადგილზე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტი სალომე კობაიძე გავიდა.
გამარჯვებულებს სერტიფიკატები, ბაკურ სულაკაურის გამომცემლობის ვაუჩერები და ფარმადეპოს სასაჩუქრე ნაკრები გადაეცათ.
ახალგაზრდებში გარემოსდაცვითი განათლების ხელშეწყობის მიზნით კონკურსი გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრისა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს ორგანიზებით ჩატარდა.
შავი ზღვის დაცვის საერთაშორისო დღე შავი ზღვის აუზის ყველა ქვეყანაში, მათ შორის, საქართველოში 1996 წლიდან აღინიშნება.