ვახუშტი ბაგრატიონის სახელობის გეოგრაფიის ინსტიტუტი – 90
- ნოემბერი 3, 2023
საქართველოს მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიაში გაიმართა ვახუშტი ბაგრატიონის სახელობის გეოგრაფიის ინსტიტუტის 90 წლისთავისადმი მიძღვნილი საზეიმო ღონისძიება, რომელიც შესავალი სიტყვით გახსნა აკადემიის პრეზიდენტმა, აკადემიკოსმა როინ მეტრეველმა.
თავისი საქმიანობის 90 წლის მანძილზე (1933-2023) ინსტიტუტმა დიდი სამეცნიერო-კვლევითი მუშაობა ჩაატარა მთიანი მხარეების, და კერძოდ, საქართველოსა და კავკასიის ტერიტორიების კომპლექსური გეოგრაფიული შესწავლის თვალსაზრისით.
საიუბილეო-სამეცნიერო კონფერენციას – „გეოგრაფია – წარსული, აწმყო, მომავლის გამოწვევები“, რომელიც აკადემიაში გაიმართა, ინსტიტუტის მეცნიერ-თანამშრომლები, აკადემიკოსები და მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ.
ღონისძიებაზე მომხსენებლებმა ინსტიტუტის დაარსების ისტორიაზე, სამეცნიერო-კვლევით მიღწევებზე, ინსტიტუტის მიერ ჩატარებულ სამუშაოებზე, კვლევებზე, აღმოჩენებსა და ინსტიტუტის წინაშე არსებულ გამოწვევებზე ისაუბრეს.
დასკვით ნაწილში, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა, აკადემიკოსმა ჯაბა სამუშიამ ინსტიტუტის წარმატებული მეცნიერები, ახალგაზრდა მკვლევრები და პედაგოგები ვახუშტი ბაგრატიონის მედლით დააჯილდოვა.