აკადემიკოს გიორგი კვესიტაძის ლექცია-სემინარი
- დეკემბერი 11, 2023
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ქიმიის ფაკულტეტის აუდიტორიაში მოეწყო აკადემიკოს გიორგი კვესიტაძის ლექცია-სემინარი თემაზე – „საქართველოს ბიორესურსები“.
შეხვედრას ესწრებოდა ფართო წარმომადგენლობა: აკადემიკოსები, ქიმიის ფაკულტეტის სტუდენტები, ახალგაზრდა მკვლევრები და სამეცნიერო-აკადემიური წრეების წარმომადგენლები. აკადემიკოსმა გიორგი კვესიტაძემ თავის ონლაინ-პრეზენტაციაზე ისაუბრა მსოფლიოში დღეს არსებულ ეკოლოგიურ პრობლემებზე, გარემოს ტოქსიკური ნაერთებიდან, გარემოს დაცვის ქიმიურ ტექნოლოგიებზე, მცენარეებსა და მიკროორგანიზმებზე დაფუძნებულ ეკო-მეგობრულ ტექნოლოგიებზე.
ლექციამ დამსწრე საზოგადოების დიდი ინტერესი გამოიწვია, შეხვედრის დასასრულს გაიმართა დისკუსია ეკოლოგიის საკითხებზე.