საქართველო – ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყანა
- დეკემბერი 14, 2023
საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემია და მისი პრეზიდენტი, აკადემიკოსი როინ მეტრეველი ულოცავს ჩვენს ქვეყანას, ქართველ ხალხს, ხელისუფლებას, კანდიდატის სტატუსის მიღებას, რაც ევროკავშირის სრულფასოვან წევრობასთან საქართველოს კიდევ უფრო მეტად აახლოებს!
ყოველივე ეს ჩვენი ხელისუფლების დიდი ძალისხმევის შედეგად იქნა მიღწეული. საქართველო ოდითგანვე იყო ევროპული მისწრაფებების ქვეყანა და ეს მისი პროგრესის, მისი კულტურის და ტრადიციების აღიარებაა.