ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს საინფორმაციო შეხვედრა
- იანვარი 24, 2024
2024 წლის 22 იანვარს, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიაში „ტექნოლოგიების გადაცემის პროგრამის“ შესახებ საინფორმაციო შეხვედრა შედგა. ონლაინ-პრეზენტაციის მეშვეობით, სრულიად ახალი პროექტი წარმოადგინა ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს ტექნოლოგიების გადაცემის პროგრამის მენეჯერმა თინათინ ჯაჭვაძემ.
„ტექნოლოგიების გადაცემის პროგრამის“ მიზანია მეცნიერების მხარდაჭერა კვლევის შედეგების კომერციალიზაციის პროცესში. პროგრამა სააგენტოს მიერ 2019 წლიდან ხორციელდება და იგი ხელს უწყობს ისეთი სამეცნიერო პროექტების კომერციალიზაციას, რომლებიც ბაზრის საჭიროებებს შეესაბამება. ქალბატონმა თინათინმა პროგრამის კონცეფციის, მისი ეტაპების, მიღწეული შედეგების, განაცხადის ფორმის შევსებისა და პროგრამასთან დაკავშირებულ სხვა დეტალებზე ისაუბრა.
„ტექნოლოგიების გადაცემის პროგრამის“ ფარგლებში სააგენტომ ახალი განაცხადების მიღება უკვე დაიწყო და ამის შესახებ, ყველა მსურველს შეუძლია ინფორმაცია მოიძიოს სააგენტოს ვებ-გვერდზე არსებულ შემდეგ ბმულზე: https://gita.gov.ge/programs/teknologiebis-gadatsemis-programa-omkqy8B9p. საინფორმაციო შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში გაგრძელდა და მასში მონაწილეობა მიიღეს აკადემიკოსებმა: რამაზ ხუროძემ, ლევან ჯაფარიძემ, გიორგი კვესიტაძემ, რამაზ ქაცარავამ და სხვ.